WU19 | ბულგარეთი 2:1 საქართველო

AutoSharing Option
საქართველოს 19 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის პირველი მატჩი გამართა.

B ლიგის მეხუთე ჯგუფის სასტარტო შეხვედრაში ლავრენტი დავითაშვილის გუნდი საკვალიფიკაციო ჯგუფის მასპინძელ ბულგარეთის ნაკრებთან 1:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მხრიდან მე-12 წუთზე გოლი ლიზი კანკიამ გაიტანა.

საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 28 ოქტომბერს, ხორვატიის წინააღმდეგ გამართავს. 31 ოქტომბერს ჩვენი გუნდის მეტოქე ლატვიის ასაკობრივი ნაკრები იქნება.

A ლიგაში B ლიგიდან ჯგუფების გამარჯვებულები და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი დაწინაურდება.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული