"ეს ჩემი ბიჭი "კარვაჰარვაა", მასში ჩემს თავს ვხედავ" - IShowSpeed-ი ხვიჩას ვიდეოზე გაგიჟდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ცნობილმა იუთუბერმა IShowSpeed-მა საკუთარ არხზე ხვიჩა კვარაცხელიას ვიდეოს იმ მომენტს მიადევნა თვალყური, სადაც ქართველი მის შესახებ "საქართველოს ბანკთან" ინტერვიუში საუბრობს.

"კვარამ" ამერიკელი არაერთი სასიამოვნო ეპითეტით დაახასიათა, რაც IShowSpeed-ისთვის შესანიშნავი მოსასმენი აღმოჩნდა.

"ეს ჩემი ბიჭი "კარვაჰარვაა". აი, ამიტომ მომწონს, ხვიჩა იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მას ვერავინ შეეხება, როცა საქმე ბურთის კონტროლს ეხება. იცით, ხვიჩა ჩემს ბავშვობას მახსენებს. ამიტომ მას პატივს ვცემ.

მეც შენსავით ვთამაშობდი და მუდამ ვეძებდი მოედანს, ფეხბურთელებს, მცველებს. გააგრძელე, რასაც აკეთებ, ძმაო", - ამბობს ცნობილი იუთუბერი ვიდეოში.

შეგახსენებთ, IShowSpeed-ი
"ნაპოლის" გარემარბს რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთის ქალაქ პარიზში, "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე შეხვდა.

ვიდეო: @misho_ghvanidze

altIshowspeed-მა მამუკა ჯუღელი გააოცა - სახალისო კადრები მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ "ოქროს ბურთი" მესიმ მოიგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ერთი მაინტერესებს კრიალას ქაღალდების მფლობელი ვინაა რომ გააწყალა გული ამ რეკლამამ .....ტვალეტის ქაღალის რეკლამა აღარ გამიგია!!!!
თქვენ
20 ნოემბერი 2023 15:31
1
IShowSpeed-ი მაგარია
განათლების მინისტრად იქნება კარგი!
გიგი
20 ნოემბერი 2023 15:21
2
კარგით რა? ხამებივით ხართ სუყველა. გაიტანს ბურთებს: აუუუ ჩვენი მზე ჭაბუკი, მსოფლიოს კაშკაშა ვარსკვლავი, მსოფლიოში შენნაირი არავინ არის, ცის კაბადონზე მჯდომარე მზე და მთვარე და რა ვიცი კიდევ, რა სისულეელებით არ იტენიან ტვინებს, ტვინ გაყინულები? ვაიდა ვერ გაიტანა გოლები? აბა მერე ნახეთ, ისევ ამ" მაქებართა არმიის" ბოღმები და გინება ხვიჩას მისამართით?! დაიცავით ზომიერება, ასე უკეთესი იქნება ხვიჩასთვისაც და ისევე თქვენთვისვე, რომ რაღაცნაირად ეგება დაოკდეთ და ჭკუა ისწავლოთ, რო გადამეტებული არაფერი ვარგა!
გიგა
20 ნოემბერი 2023 14:50
3
მართალი ხარ ძმაო! მართლა ყელში ამოვიდა, ამდენი დირითადმების მოსმენა! მე პირადად ნეიტრალურ გულშემატკივარს უფრო ვცემ პატივს, ვიდრე ამ ჭკუიდან შეშლილ /ვაი ფანებს/.
გიგას
20 ნოემბერი 2023 16:57
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული