სფფ-ის განცხადება თემურ მახარაძის გარდაცვალების გამო

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მწვრთნელის, თემურ მახარაძის გარდაცვალების გამო. გამოცდილი სპეციალისტი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თემურ მახარაძეს ხანგრძლივი სამწვრთნელო კარიერა ჰქონდა. იყო "გარეჯის", "ლოკომოტივის", "მერანი 91"-ის, "სიონის", "ზესტაფონის", "ოლიმპის", "დილას", "სასკოს", "გურიას", "საპოვნელას" და "რუსთავის" მთავარი მწვრთნელი. 2007 წელს, მის მიერ გაწვრთნილი "ზესტაფონი" საქართველოს თასის მფლობელი გახდა, 2009/10 სეზონში კი, რუსთავის "ოლიმპთან" ერთად თემურ მახარაძემ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მის მეგობრებსა და საფეხბურთო ოჯახს.

GFF.GE
მკითხველის კომენტარები / 3 /
მკვდარზე ან კარგს ამბობენ ან არაფერსო.
წუთიერი დუმილისთვის საუკეთესო დროა
ატკატი
12:09 31-12-2023
7
მომწონდა ეს კაციი, რაღაცნაირი კარგი ტიპი იყო, კოლორიტი იყო ჩვენი ფეხბურთის, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული...
ვენეციის კომისია
01:50 31-12-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული