ქართული ფეხბურთის მომავალი მარგალიტი - 17 წლის მცველი, რომელიც "ბაიერნმა" გამოარჩია

AutoSharing Option
"საბურთალოს" 17 წლის ფეხბურთელმა გიორგი ნიკოლაიშვილმა მიმდინარე თვეში "ბაიერნის" 19-წლამდელთა გუნდში ივარჯიშა. როგორც გავარკვიეთ, მიუნხენურ კლუბს ახალგაზრდა ფეხბურთელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.

გიორგის მისი მწვრთნელები შრომისმოყვარე და პერსპექტიულ ფეხბურთელად ახასიათებენ. სწორედ მისი შრომისმოყვარეობა გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც იგი "რეკორდმაისტერმა" უამრავ მოთამაშეს შორის გამოარჩია.

მოგეხსენებათ, "ბაიერნს" თავადაც დიდებული აკადემია აქვს, რომელსაც უამრავი ცნობილი ფეხბურთელი აღუზრდია, ისეთები, როგორებიც ფრანც ბეკენბაუერი, ფილიპ ლამი და დიტმარ ჰამანი არიან.

ნიკოლაიშვილი ამპლუით ცენტრალური მცველია, მას საქართველოს 16, 17 და 18+წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია.

აღსანიშნავია
ერთი გარემოებაც, იგი გერმანიაშია დაბადებული და 5 წლის ასაკამდე სწორედ ამ ქვეყანაში ცხოვრობდა. შესაბამისად, გიორგის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ "ბაიერნს" ნიკოლაიშვილის გაფორმება 18 წლამდეც შეუძლია.

შეგახსენებთ, "ბაიერნის" რიგებში კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი, ლუკა პარკაძე ირიცხება, 18 წლის ნახევარმცველი ამჟამად იჯარის წესით "ადმირაშია" განათხოვრებული.

იმედი ვიქონიოთ, რომ მალე ყველაფერი ქართული ფეხბურთისთვის სასიკეთოდ გადაწყდება და ნიკოლაიშვილს მსოფლიო ფეხბურთის გრანდში ვიხილავთ.

ფოტო: Nakrebi.ge
მკითხველის კომენტარები / 18 /
სასწაულები ხართ რაა
ბეკენბაუერის და ჰამანის გარდა ბაიერნის აკადემიაში არავინ გაგიგიათ?
Dato
23 იანვარი 2024 17:04
0
არ ეღირსა ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას ისეთი პრეზიდენტი, რომელიც ფეხბურთისთვის მოიცლის თუ არა, ტალანტები ისეთები გვყავს ციდან ვარსკვლავებს გლეჯენ.
ჟორა
23 იანვარი 2024 15:53
0
უკვე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ ბავშვების პიარში სერიოზული ფული კეთდება! ალბათ ღირს კარიერის ასაწყობად.
ლაშა
23 იანვარი 2024 10:26
0
რა თქმა უნდა კეთდება. მერე ზოგს გერმანიაში ეწვევიან, ზოგს იტალიაში ინტერვიუს ასაღებად და აწყობთ ყველანაირად
მორიელი
23 იანვარი 2024 16:04
1
ისე ამ სინჯებზე წასული ახალგაზრდების დიდად არ მეიმედება.
მათი აბსოლიტური უმრავლესობა ფულიანი პატრონის გაქაჩულია. სინჯებზე წასვლასაც ისინი უწყობენ. ამის ბრალია მერე რო უშვებენ უმეტესობას იქიდან.
სამწუხაროდ საქართველოში ფეხბურთი ვერ გახდა ბიზნესი.
პატონი თუ არ გყავს ვერაფერს მიაღწევ. მარტო შენი ნიჭი არავის უნდა აქ.
კვარასაც ყავდა პატრონი, მამამისმა გაუკვალა გზა.
აქ დიდი ფეხბურთელი რო გახდე უნდა დაემთხვეს ნიჭი, შრომისმოყვარეობა და კარგი პატრონი.
იმიტომაც არის ფეხბურთი აქ ქაქში :)
las
23 იანვარი 2024 09:33
0
გენაცვალე ბუბუ, მაყურებინე ალიანც არენაზე შენი თამაში.
საქართველო
22 იანვარი 2024 23:16
1
გენაცვალე მიხო. შენ კი იყავი უნიჭო და ამ ბავშვს დიდი მომავალი აქვს
როლანდა მასწავლებელი
23 იანვარი 2024 03:57
0
პარკაძეზე რა ისმის? გაქრა ეგ ბავშვი. არა და აჟიოტაჟი იყო...
თემო
22 იანვარი 2024 22:16
1
მადლობა ზურა, კაი კაცი ხარ
თემო
23 იანვარი 2024 03:42
0
travma qonda exla moirchina da bolo 1 tamashi itamasha am sezonshi jer
zura
23 იანვარი 2024 01:15
0
შრომისმოყვარეობა ყველა ნორმალური ქართველის ხასიათშია.
ზარმაცი და უქნარა ერი აროდეს ვყოფილვართ.სხვაგვარად ჩვენი ბურდღა არ იქნებოდა ახლა დედამიწაზე- არც ტვინის განძრევა გვეშლებოდა,არც ხმლის ქნევა და არც გუთნის,ბარ-თოხისა და სხვა შრომის იარაღთა მარდად და დროულად გამოყენება.
ზარმაცნი და უქნარანიც საკმაოდა გვყავს,სამწუხაროდ,მაგრამ ეს უკეთური თვისება ვერაფრით იქნება ჩვენი ხასიათის ძირითადი მახასიათებელი.ნურავის ნუ შეეშლება ეს!
ბრაზი
22 იანვარი 2024 18:45
2
გიორგის წარმატებას ვუსურვებ და უკვე მრავალი წელია ერთი კითხვა მაწუხებს: რატომ უძნელდებათ სირბილი ქართველ ფეხბურთელებს და თუ უცხოელებს მოსწონთ ჩვენი ფეხბურთელი რატომ იწუნებენ ცუდი სირბილის გამო და რატომ არ/ვერ ასწავლიან სწორად სირბილს?
guja kakhadze
22 იანვარი 2024 18:32
1
ალბათ იმიტომ,რომ მძლეოსნობა,ფაქტობრივად ამოგდებულია სკოლებიდან და აღარც სპორტის მასწავლებლებს შეუძლიათ,თუნდაც საწყისი და უმარტივესი უნარების სწავლება,სპორტის სხვადასხვა სახეობაში.სკოლა სოფელში დავამთავრე და ჩემი ფიზკულტურის მასწავლებელი,სირბილსაც გვასწავლიდა,სიმაღლეზე თუ სიგრძეზე ხტომასაც,ტყორცნებსაც,შტანგასაც,ჭიდაობასაც და ტანვარჯიშის მინიმალურ ცოდნასაც კი.სკოლაში ყველა სახეობის იარაღი გვქონდა და ეს,საბჭოთა კავშირის დროს.ეგ კი არა,უამინდობის დროს,სპორტის სხვადასხვა სახეობაში,საწყის წესებს,მოედნის ზომებს და სხვა თეორიულ ინფორმაციასაც გვაწვდიდა,დიდ შესვენებაზე კი,სკოლის ყველა მოსწავლე და მასწავლებელი,გამახნევებელი ვარჯიშის ჩასატარებლად გამოვყავდით,სკოლის მოედანზე.ამას,სკოლის დირექციაც აკონტროლებდა და კლასში,ვერავინ დარჩებოდა.ძირითადად,მაშინაც ფეხბურთს,ან კალათბურთს ვთამაშობდით,მაგრამ თამაშის დაწყებამდე,გასახურებელ ტანვარჯიშულ ვარჯიშებს სავალდებულოდ გვაკეთებინებდნენ, ვირბენდით უკვე შემდეგ გვიშვებდნენ სათამაშოდ.დღეს ჩემ სკოლაში,სპორტის მასავლებლად,გოგონა მუშაობს,რომელიც ზუსტად ვიცი,რომ სკოლაში სწავლის დროს,მოედანზე,სათამაშოდაც კი არ შედიოდა.
სოსო
22 იანვარი 2024 21:25
1
სასიხარულოა ნამდვილად, მაგრამ ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს გაჟღერდა სხვა ქართულ სპორტულ საიტებზე, უფრო მეტიც მეორე ქართველიც იყო წასული სინჯებზე და ორივე დაიბარეს ისევ, სამწუხაროდ მეორე ტრავმის გამო ვერ ჩავიდა ახლა...ასე რომ ახალი ამბავი არ არის და რატომ გებულობთ ასე დაგვიანებით?
Givi
22 იანვარი 2024 18:25
1
2024 წლის 14 იანვარს დაბრუნდა გიორგი გერმანიიდან, სავარაუდოდ ბოლომდე ვერ მიჰყევით სიახლეებს.
გია
22 იანვარი 2024 20:29
0
ქართველი და შრომისმოყვარე? საინტერესოა ისე ბაიერნს უჭირს მცველის ამბავში...
მეთოფე
22 იანვარი 2024 18:21
20
შენ ზარმაცი ხარ? თუ ქართველი არ ხარ?
Dato
23 იანვარი 2024 01:00
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული