"სააკაშვილი გიჟი, ნაძირალა და ავადმყოფია! ციხეში ყოველივე ეს ჩემი თვალით ვნახე..." - დემეტრაძემ პატიმრობის პერიოდი გაიხსენა

AutoSharing Option
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი დემეტრაძემ რუსულ "ჩემპიონატს" ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო საკითხებზე, მათ შორის, ციხეში გატარებულ პერიოდზეც ისაუბრა.

"მიფიქრია თუ არა მწვრთნელობაზე? - არა! მწვრთნელობის ნერვები არ მაქვს, ეს ძალიან რთული სამუშაოა. როდესაც 2010 წელს თბილისში ჩამოვედი, მინდოდა მოვმზადებულიყავი და რომელიმე კლუბში მეთამაშა, მაგრამ გიჟმა სააკაშვილმა დამაპატიმრა, ის ავადმყოფია!

ის არაადეკვატური ადამიანი და ნამდვილი ნაძირალაა. მარტო მე კი არა, საქართველოს მოსახლეობის 70%-ს არ უყვარს. მან უამრავი ადამიანი დააპატიმრა, ქონება წაართვა და ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ უნდა გიყვარდეს?!

მაშინ ყველა მისი
პროტეჟე იყო, შსს, პროკურორები. მოგვიანებით, სააკაშვილთან ერთად, ისინიც დააპატიმრეს. სასაცილოა ახლა იმის მოსმენა, რომ სააკაშვილი უდანაშაულოა. ის ციხეში უნდა იყოს და არა საავადმყოფოს ოროთახიან პალატაში. შვიდ-რვა ინტერვიუს იძლევა, მაგრამ ამბობენ, რომ ავად არის. დარწმუნებული ვარ, სინამდვილეში ის თავს კარგად გრძნობს და ხარივით ჯანმრთელია. ციხეები თვითონ ააშენა და იქ თვითონ უნდა იჯდეს. 

ციხეში გატარებული პერიოდი ძალიან რთულად მახსენდება. სააკაშვილის დროს ძალიან მკაცრად ეპყრობოდნენ პატიმრებს, სცემდნენ, ზოგიერთი ინვალიდი გახდა... დასცინოდნენ, ეს ყოველივე ჩემი თვალით ვნახე. ეს ყველაფერი მე არ შემხებია. მადლობა ღმერთს, ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ ჯანმრთელად ვარ.

რატომ ჩამსვეს ციხეში? - არ ვიცი, ალბათ, ვისმეს დასაშინებლად. მათ უნდოდათ, ბრალდება მეღიარებინა და ხელი ჩემი მეგობრებისთვის დამედო და მათ წინააღმდეგ ჩვენება მიმეცა, რაც არ გავაკეთე, რისთვისაც "ქურდული ტრადიციების" მუხლით ექვსი წელი მომისაჯეს. უდანაშაულო ვიყავი, მაგრამ ციხეში ჩამსვეს.

ხელისუფლება, რომ შეიცვალა და ეს გიჟი სააკაშვილი წავიდა, როგორც პოლიტპატიმარი, ისე გამომიშვე.. რა თქმა უნდა, უდანაშაულ, რომ არ ვყოფილიყავი, ამას არავინ გააკეთებდა.

შემცვალა თუ არა ციხემ და გამხადა სხვა პიროვნება? - ბევრი ადამიანი რაღაცებს გადააფასებდა, მაგრამ გააჩნია იმას, თუ რისთვის ზიხარ.

ჩემს დროს ჩემსავით იქ უმრავლესობა უდანაშაულო ადამიანი იყო, მერე ამნისტიით ყველა გაათავისუფლეს.

მე დავრჩი ისეთივე ადამიანი, როგორიც ვიყავი", - თქვა დემეტრაძემ.
მკითხველის კომენტარები / 182 /
მეც დამიჭირეს მიშას დროს და ისეთი ცუდი პირობები იყო რომ სულ მეორე მსოფლიოს ომზე ფილმები მახსენდებოდა, ნაცისტები რომ ებრაელებს ექცეოდა იმაზე უარესად ექცეოდნენ პატიმრებს მე მაგათი...
ლაშა
31 იანვარი 2024 23:19
23
კი, ვიცით, დაგხვრიტეს...
ლაშას
01 თებერვალი 2024 14:19
3
შენ ფილმებიც კი გქონია ნანახი. სიზმრებსაც ხედავდი ალბათ?...:)))))))))))))))
ლაშას
02 თებერვალი 2024 14:25
0
გამაზული თამაშები ჩაგიდეს უეჭველი....
01 თებერვალი 2024 14:24
5
ნაცებიც და ქოცებიც ერთმანეთზე უარესები არიან.ჯორჯ ორუელის "ცხოველების ფერმა" წაიკითხეთ და მიხვდებით!!!!
სანდრო
01 თებერვალი 2024 18:25
9
მიშას რეჟიმი იმდენად მხეცური იყო, რომ ამაზე ყველგან უნდა ილაპარაკო - მხოლოდ გარე ძალების ჩარევა თუ გაგათავისუფლებს ასეთი უღელისგან და მომავალშიც დაგიცავს მსგავს სიტუაციაში ჩავარდნისგან..
არავის ეგონოს, რომ მიშა ხალხმა მხოლოთ თავისი ძალებით გადააგდო.. ან "ბრძენი" ბიძინას სიბრძნით.. ეს მოხდა გარე ძალების (მათ შორის რუსეთის) ჩარევით! ვინც ძაან ახალგაზრდა არაა, მშვენივრად ემახსოვრება მაშინდელი პერიპეტიები, ბობოლა ვიღაცეების "საეჭვო" მისვლა-მოსვლით..
gamodiT bablidan
31 იანვარი 2024 13:17
13
ჩემი ქვეყნის მმართველი როსტომ-ხანიც იყო და ამიტომ ვცეთ მას პატივი?
ზურა
31 იანვარი 2024 08:44
14
სხვათა შორის,როსტომ ხანის პერიოდში,ქვეყანაში მშვიდობა იყო და ეკონომიურადაც მნიშვნელოვნად გაძლიერდა,თუმცა ხალხმა,მის მიერ დანერგილი სპარსული ცხოვრების წესი არ იგუა და ისტორიაში მისი სახელი დარჩა,როგორც "გათათრებული" როსტომ ხანი.ისიც ცდილობდა,ქართველის მენტალიტეტი შეეცვალა,თუმცა მაღალ წრეებში,დროებითი წარმატების მიუხედავად,ხალხმა დაუნანებლად მოიშორა,მისი იდეოლოგია.სამწუხაროდ,დღეს შეუდარებლად დიდი იდეოლოგიური ზეწოლაა ახალგაზრდობაზე და მიშას მიერ გამოცხადებულ ქართველის მენტალიტეტის შეცვლის ლოზუნგს,უფრო მეტი და მძიმე შედეგები აქვს.სამწუხაროდ,არც დღევანდელი მთავრობა ფიქრობს,ეროვნული იდეოლოგიის ახალგაზრდობაში გავრცელებაზე.ამიტომ ვართ,ეროვნული კატასტროფის წინაშე.
სოსო
31 იანვარი 2024 09:36
10
როსტომ ხანი ხალხმა აირჩია თუ დასვეს ?
კონსერვატორი
31 იანვარი 2024 11:58
4
სააკაშვილამდე უარესები ხდებოდა ციხეებში მარა არავინ არ ლაპარაკობს
prezidenti ra shuashia
05 თებერვალი 2024 14:28
8
Ბევრი ზიანი მოგვაყენეს ნაცებმაც და ქოცებმაც. Ჩემის აზრით ამათ და რუსებთან ინტერვიუს გამო აქ ერთმანერთს არ უნდა წავეკიდოთ. Უბრალად გავაგრძელოთ ჩვენი სპორცმენების ქომაგობა!
Irakli
30 იანვარი 2024 19:03
17
ვაა, ნაცისტების გავსებული სპორტული, თუ სხვა კომენტარებს ბლოკავთ
Gio
30 იანვარი 2024 18:13
25
100% ეგრეა ჩემი კომენტარიც დაბლოკეს ამ გაყიდულებმა @@
zura222
30 იანვარი 2024 18:43
15
Ჩეტირნაცატ /ვოსემდესიატვოსემ .
ალოიზოვიჩი
30 იანვარი 2024 18:32
2
დემე შენ ნარკობარიგა არ იყავი? თუ აგრძელებ ისევ! იყავი დასაჭერი აბა რა!
უცხო
05 თებერვალი 2024 19:24
5
ხო ნარკო ბარიგა და კანონიერი ქურდი
უცხო
26 ივნისი 2024 18:35
0
საწყალი ანგელოზი
მარი
31 იანვარი 2024 14:42
6
ერთი ზურგზე ხელი მოისვი, ფრთები ხომ არ ამოგივიდა? ფრთხილად მიშასთან არ მიფრინდე!
მარიჩკას
31 იანვარი 2024 15:41
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული