"მიფიქრია თუ არა მწვრთნელობაზე? - არა! მწვრთნელობის ნერვები არ მაქვს, ეს ძალიან რთული სამუშაოა. როდესაც 2010 წელს თბილისში ჩამოვედი, მინდოდა მოვმზადებულიყავი და რომელიმე კლუბში მეთამაშა, მაგრამ გიჟმა სააკაშვილმა დამაპატიმრა, ის ავადმყოფია!
ის არაადეკვატური ადამიანი და ნამდვილი ნაძირალაა. მარტო მე კი არა, საქართველოს მოსახლეობის 70%-ს არ უყვარს. მან უამრავი ადამიანი დააპატიმრა, ქონება წაართვა და ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ უნდა გიყვარდეს?!
მაშინ ყველა მისი
ციხეში გატარებული პერიოდი ძალიან რთულად მახსენდება. სააკაშვილის დროს ძალიან მკაცრად ეპყრობოდნენ პატიმრებს, სცემდნენ, ზოგიერთი ინვალიდი გახდა... დასცინოდნენ, ეს ყოველივე ჩემი თვალით ვნახე. ეს ყველაფერი მე არ შემხებია. მადლობა ღმერთს, ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ ჯანმრთელად ვარ.
რატომ ჩამსვეს ციხეში? - არ ვიცი, ალბათ, ვისმეს დასაშინებლად. მათ უნდოდათ, ბრალდება მეღიარებინა და ხელი ჩემი მეგობრებისთვის დამედო და მათ წინააღმდეგ ჩვენება მიმეცა, რაც არ გავაკეთე, რისთვისაც "ქურდული ტრადიციების" მუხლით ექვსი წელი მომისაჯეს. უდანაშაულო ვიყავი, მაგრამ ციხეში ჩამსვეს.
ხელისუფლება, რომ შეიცვალა და ეს გიჟი სააკაშვილი წავიდა, როგორც პოლიტპატიმარი, ისე გამომიშვე.. რა თქმა უნდა, უდანაშაულ, რომ არ ვყოფილიყავი, ამას არავინ გააკეთებდა.
შემცვალა თუ არა ციხემ და გამხადა სხვა პიროვნება? - ბევრი ადამიანი რაღაცებს გადააფასებდა, მაგრამ გააჩნია იმას, თუ რისთვის ზიხარ.
ჩემს დროს ჩემსავით იქ უმრავლესობა უდანაშაულო ადამიანი იყო, მერე ამნისტიით ყველა გაათავისუფლეს.
მე დავრჩი ისეთივე ადამიანი, როგორიც ვიყავი", - თქვა დემეტრაძემ.
1. 10-12 წელიწადია ქვეყანა ქართველებისაგან ი ც ლ ე ბ ა და მათ ადგილს რა ჯურის ხალხი აღარ იკავებს!
2. რაღაც 20-25 წელიწადში ქართველები უმცირესობაში აღვმოჩნდებით და ...
3. დაბოლოს, ბოლო 100 წლის ჩვენში მანძილზე რაც ხდებოდა, ხდება და მოხდება, აიხსნება საქმეში ფრიად გარკვეული ადამიანის - ბერიას ერთ-ერთი მოადგილის, შინსახკომის გენერლის სერგო დავლიანიძის ნათქვამი-დანაბარებით მომავალი თაობებისათვის!
რაც შეეხება დემეტრაძეს ის იყო დასაჭერი და დაიჭირეს კიდეც. კანონი ხომ დაარღვია. მე არ ვლაპარაკობ ეხლა ეს კანონი ( ქურდულ სამყაროსთან ურთიერთობა) კარგია თუ ცუდი. ეს ხომ ყველამ ვნახეთ ვიდეოკადრებში. მერე ეს ხელზე მაზავშიკობა ,რა უბედურებაა.
ასე იქცევიან, მოროშკინა, ინაშვილი და სხვა გამყიდველები, დადიან და რუსულ მედიაში ილანძღებიან...
მიშას ვერ ვიტან იმისთვის რაც გააკეთა, სამუდამოდ ამოვშლიდი საქართველოს ისტორიიდან...
მაგრამ არცერთ რუსთან არ ვიჭორავებ მასზე და არ გავალანძღინებ, იმიტომ კი არა რომ გასალანძღი არაა, არამედ იმიტომ რომ არცერთი ქართველი არაა რუსების გასალანძღი და მაგათი ერთი ადგილის საქმე საერთოდ არაა იმის გარჩევა საქართველოში ვინ კარგია და ვინ ცუდი...
ვისთან ჭორაობ შენ ქალივით და ვისთან არჩევ შენ შენი ქვეყნის საშინაო საქმეებს? მტერთან?
რითიც დავიწყებ იმით დავასრულებ, არაკაცობაა ეს! პატარა კაცობა! გამყიდველობა!