"სააკაშვილი გიჟი, ნაძირალა და ავადმყოფია! ციხეში ყოველივე ეს ჩემი თვალით ვნახე..." - დემეტრაძემ პატიმრობის პერიოდი გაიხსენა

AutoSharing Option
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი დემეტრაძემ რუსულ "ჩემპიონატს" ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო საკითხებზე, მათ შორის, ციხეში გატარებულ პერიოდზეც ისაუბრა.

"მიფიქრია თუ არა მწვრთნელობაზე? - არა! მწვრთნელობის ნერვები არ მაქვს, ეს ძალიან რთული სამუშაოა. როდესაც 2010 წელს თბილისში ჩამოვედი, მინდოდა მოვმზადებულიყავი და რომელიმე კლუბში მეთამაშა, მაგრამ გიჟმა სააკაშვილმა დამაპატიმრა, ის ავადმყოფია!

ის არაადეკვატური ადამიანი და ნამდვილი ნაძირალაა. მარტო მე კი არა, საქართველოს მოსახლეობის 70%-ს არ უყვარს. მან უამრავი ადამიანი დააპატიმრა, ქონება წაართვა და ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ უნდა გიყვარდეს?!

მაშინ ყველა მისი
პროტეჟე იყო, შსს, პროკურორები. მოგვიანებით, სააკაშვილთან ერთად, ისინიც დააპატიმრეს. სასაცილოა ახლა იმის მოსმენა, რომ სააკაშვილი უდანაშაულოა. ის ციხეში უნდა იყოს და არა საავადმყოფოს ოროთახიან პალატაში. შვიდ-რვა ინტერვიუს იძლევა, მაგრამ ამბობენ, რომ ავად არის. დარწმუნებული ვარ, სინამდვილეში ის თავს კარგად გრძნობს და ხარივით ჯანმრთელია. ციხეები თვითონ ააშენა და იქ თვითონ უნდა იჯდეს. 

ციხეში გატარებული პერიოდი ძალიან რთულად მახსენდება. სააკაშვილის დროს ძალიან მკაცრად ეპყრობოდნენ პატიმრებს, სცემდნენ, ზოგიერთი ინვალიდი გახდა... დასცინოდნენ, ეს ყოველივე ჩემი თვალით ვნახე. ეს ყველაფერი მე არ შემხებია. მადლობა ღმერთს, ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ ჯანმრთელად ვარ.

რატომ ჩამსვეს ციხეში? - არ ვიცი, ალბათ, ვისმეს დასაშინებლად. მათ უნდოდათ, ბრალდება მეღიარებინა და ხელი ჩემი მეგობრებისთვის დამედო და მათ წინააღმდეგ ჩვენება მიმეცა, რაც არ გავაკეთე, რისთვისაც "ქურდული ტრადიციების" მუხლით ექვსი წელი მომისაჯეს. უდანაშაულო ვიყავი, მაგრამ ციხეში ჩამსვეს.

ხელისუფლება, რომ შეიცვალა და ეს გიჟი სააკაშვილი წავიდა, როგორც პოლიტპატიმარი, ისე გამომიშვე.. რა თქმა უნდა, უდანაშაულ, რომ არ ვყოფილიყავი, ამას არავინ გააკეთებდა.

შემცვალა თუ არა ციხემ და გამხადა სხვა პიროვნება? - ბევრი ადამიანი რაღაცებს გადააფასებდა, მაგრამ გააჩნია იმას, თუ რისთვის ზიხარ.

ჩემს დროს ჩემსავით იქ უმრავლესობა უდანაშაულო ადამიანი იყო, მერე ამნისტიით ყველა გაათავისუფლეს.

მე დავრჩი ისეთივე ადამიანი, როგორიც ვიყავი", - თქვა დემეტრაძემ.
მკითხველის კომენტარები / 182 /
მაჩალიკაშვილის ბიჭს რატომ არ ახსენებ, იმას პლიტკა-შოკოლადები ესროლეს არა?
zura222-ს
30 იანვარი 2024 19:58
13
მაჩალიკაშვილი,ტერორისტების დამხმარე იყო და ყველაფერს მისი ხელით აკეთებდნენქირავებულ ბინაში ცხოვრობდნენ და მისი ნაყიდი ტელეფონებით სარგებლობდნენ.სწორედ მის მიერ დაქირავებულ ბინაში მისულ სპეცრაზმელებს გაუხსნეს ცეცხლი და სამი კაცი მოკლეს.იცოდნენ,რომ გაქცევის შანსი არ ჰქონდათ,მაგრამ მაინც დახოცეს ბიჭები და თავებიც შეაკლეს,მეორე დღეს,იმ დაღუპული სპეცრაზმელების თანამებრძოლები დაადგნენ თავზე და რა გარანტია ჰქონდათ,რომ ისიც თავს არ აიფეთქებდა და მათაც ააფეთქებდა?ჭკუათმყოფელი კაცი,საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში არ ჩაიგდებდა და მაჩალიკაშვილი როგორც კი გატოკდა,თანამებრძოლების სიკვდილით ჭკუანასწავლმა სპეცრაზმელებმა,ტყვია დაახალეს.ხომ დაუძახეს,არ გაინძრეო?ის კი,მაინც გაინძრა.მაჩალიკაშვილი დამნაშავეების თანამზრახველი, შესაბამისად,თვითონაც დამნაშავე იყო და მისგან გმირის გამოყვანა რომ სცადეს,ესეც მოწმობს,რა ნაძირალები არიან,ამის გამკეთებელი მედია და პარტიული მოღვაწეები.ნაცებს თვალი არ დაუხამხამებიათ და ერთიანად ამოწყვიტეს მათ მიერვე ორგანიზებული,დაღესტანში გადამსვლელი რაზმი,სოფელ ლაფანყურთან,მათთან ერთად კი,მათ მიერვე გაგზავნილი ქართველი ბიჭებიც.სხვათა შორის ვისაც მაჩალიკაშვილი ეხმარებოდა,სწორედ ის იყო ერთადერთი გადარჩენილი,მაშინდელი სისხლიანი ღალატისა.ახლა კი,მისი დამხმარეს აცხადებენ, გმირად.მაშინ იყვნენ მართლები თუ ახლა?არანაირად არ გამოდის,გარდა ერთისა:როცა როგორც აწყობთ,ისე ასაღებენ!
სოსო
30 იანვარი 2024 21:32
14
შენ "უსახელო უფლისციხელო" შენ საყვარელ ამერიკაში ტერორიზმში ეჭვმიტანილის ოთახში რომ შესულიყო პოლიციელი იარაღით და იმას ხელი ბალიშის ქვეშ წაეღო ის პოლიციელი ყვავილებს ესროდა ?? ჯერ იმას დაცხრილავდნენ და მერე მთელ სახლსაც გადაბუგავდნენ !
zura222
30 იანვარი 2024 20:53
34
სპორტალ!!რუს მოციგურავე ვალიევას დოპინგის გამო რო მედალი ჩამოართვეს მაგაზე რატომ არ წერთ??
..
30 იანვარი 2024 19:33
6
მალხაზ ასათიანს არ უთხრად ეგ,გული გაუსკდება,რუსი სპორტსმენების და რუსების დიდ გულშემატკივარს!!!
.. ს
30 იანვარი 2024 21:01
7
საკუთარი დიაგნოზი თუ იცი?
ინგა
30 იანვარი 2024 19:30
23
"ზოგიერთი ქართველი სადაც გაძღა, იქ სამშობლო ეგონა"!!!
ოტია იოსელიანი
30 იანვარი 2024 19:29
7
მენტალიტეტ-ბოსხკამპ, ინტელექტ - ნულს ქვემოთ. ნეტა ამათ ცხოვრებაში ორი ქართული ზღაპარი მაინც წააკითხა. სულაქველიძესაც ეხება ეს!
კარგით რა
30 იანვარი 2024 19:26
11
10000%
Ბიზანტიოლოგ-ს
30 იანვარი 2024 19:19
9
თან ამბობს გიჟი და ავადმყოფიაო, თან ციხეში უნდა იყოსო. ჩამოყალიბდი კაცო, დიდი ბიჭი ხარ უკვე და ისე მიეცი ინტერვიუ დედა-რუსეთს. ფსიქიატრიული რომ გეთქვა, კიდევ გასაგები იქნებოდა.
Определись ჰიორჰიი
30 იანვარი 2024 19:17
20
წავიკითხე სრულად ეს ინტევიუ და ჟურნალისტი მაგარი ირონიულად უსვმდა კითხვებს,კარგად იციან ეტყობა რასაც წარმოადგენ და ქართული პოლიტიკის ამბებიც კარგად იციან,აქო და ადიდა კალაძე,არადა თბილისელების უმრავლესობა აგინებს კალაძეს,მაგრად დასცინიან ესეთ რუსეთუმეებს რუსები,ალაპარაკებენ ათას სისულელეებს და მერე დასცინიან,მაგრად "მიტყდება"თქვენს მაგივრად!!!მაგარი ინტელექტის პატრონები კი ხართ შენ,ასათიანი,ჯანაშია,სულაქველიძე,რევიშვილი,მეტრეველი,"ყვავს რა ჰქონდა ბუზს გაჰქონდაო თქვენზეა ნათქვამი"!!!!!გრუზინებიიი!!!!!!
სოსო
30 იანვარი 2024 19:14
15
Ბევრი ზიანი მოგვაყენეს ნაცებმაც და ქოცებმაც. Ჩემის აზრით ამათ და რუსებთან ინტერვიუს გამო აქ ერთმანერთს არ უნდა წავეკიდოთ. Უბრალად გავაგრძელოთ ჩვენი სპორცმენების ქომაგობა!
Irakli
30 იანვარი 2024 19:03
17
ტყუილად აწონებთ თავს რუსებს. რუსისთვის ქართველის პროტოტიპია ვალიკო მიზანდარი და გეღადავებიან რუსის მიერ პაროდირებული გრუზინული აქცენტით ვახ დარაგოი და ა.შ. რუსის პატივისცემა თუ გინდათ მოიპოვოთ ჩეჩნებივით თავები უნდა დააჭრათ .აბა ისე შაშლიჩნიკებს და პრადავცი ცვიტოვს გეძახიან .აჰა ჩემგან უფასო გაკვეთილი .
Ბიზანტიოლოგი
30 იანვარი 2024 18:42
26
შენ გიგრილა თავში............
გიგო
30 იანვარი 2024 19:20
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული