"სააკაშვილი გიჟი, ნაძირალა და ავადმყოფია! ციხეში ყოველივე ეს ჩემი თვალით ვნახე..." - დემეტრაძემ პატიმრობის პერიოდი გაიხსენა

AutoSharing Option
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი დემეტრაძემ რუსულ "ჩემპიონატს" ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო საკითხებზე, მათ შორის, ციხეში გატარებულ პერიოდზეც ისაუბრა.

"მიფიქრია თუ არა მწვრთნელობაზე? - არა! მწვრთნელობის ნერვები არ მაქვს, ეს ძალიან რთული სამუშაოა. როდესაც 2010 წელს თბილისში ჩამოვედი, მინდოდა მოვმზადებულიყავი და რომელიმე კლუბში მეთამაშა, მაგრამ გიჟმა სააკაშვილმა დამაპატიმრა, ის ავადმყოფია!

ის არაადეკვატური ადამიანი და ნამდვილი ნაძირალაა. მარტო მე კი არა, საქართველოს მოსახლეობის 70%-ს არ უყვარს. მან უამრავი ადამიანი დააპატიმრა, ქონება წაართვა და ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ უნდა გიყვარდეს?!

მაშინ ყველა მისი
პროტეჟე იყო, შსს, პროკურორები. მოგვიანებით, სააკაშვილთან ერთად, ისინიც დააპატიმრეს. სასაცილოა ახლა იმის მოსმენა, რომ სააკაშვილი უდანაშაულოა. ის ციხეში უნდა იყოს და არა საავადმყოფოს ოროთახიან პალატაში. შვიდ-რვა ინტერვიუს იძლევა, მაგრამ ამბობენ, რომ ავად არის. დარწმუნებული ვარ, სინამდვილეში ის თავს კარგად გრძნობს და ხარივით ჯანმრთელია. ციხეები თვითონ ააშენა და იქ თვითონ უნდა იჯდეს. 

ციხეში გატარებული პერიოდი ძალიან რთულად მახსენდება. სააკაშვილის დროს ძალიან მკაცრად ეპყრობოდნენ პატიმრებს, სცემდნენ, ზოგიერთი ინვალიდი გახდა... დასცინოდნენ, ეს ყოველივე ჩემი თვალით ვნახე. ეს ყველაფერი მე არ შემხებია. მადლობა ღმერთს, ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ ჯანმრთელად ვარ.

რატომ ჩამსვეს ციხეში? - არ ვიცი, ალბათ, ვისმეს დასაშინებლად. მათ უნდოდათ, ბრალდება მეღიარებინა და ხელი ჩემი მეგობრებისთვის დამედო და მათ წინააღმდეგ ჩვენება მიმეცა, რაც არ გავაკეთე, რისთვისაც "ქურდული ტრადიციების" მუხლით ექვსი წელი მომისაჯეს. უდანაშაულო ვიყავი, მაგრამ ციხეში ჩამსვეს.

ხელისუფლება, რომ შეიცვალა და ეს გიჟი სააკაშვილი წავიდა, როგორც პოლიტპატიმარი, ისე გამომიშვე.. რა თქმა უნდა, უდანაშაულ, რომ არ ვყოფილიყავი, ამას არავინ გააკეთებდა.

შემცვალა თუ არა ციხემ და გამხადა სხვა პიროვნება? - ბევრი ადამიანი რაღაცებს გადააფასებდა, მაგრამ გააჩნია იმას, თუ რისთვის ზიხარ.

ჩემს დროს ჩემსავით იქ უმრავლესობა უდანაშაულო ადამიანი იყო, მერე ამნისტიით ყველა გაათავისუფლეს.

მე დავრჩი ისეთივე ადამიანი, როგორიც ვიყავი", - თქვა დემეტრაძემ.
მკითხველის კომენტარები / 180 /
მეც არ მომწონს სააკიანი, მაგრამ რუსები არ უნდა გაახარო. ჯერ საერთოდ რატომ აძლევ ინტერვიუს რუსი ოკუპანტების პროპაგანდის ინსტრუმენტს? თუ ძალიან გინდა მათთან საუბარი, პუტინზე მოუყევი რამე, და რომელ ციხეში უნდა იჯდეს ვოვიკ ბლიადიმიროვიჩი (მათი ბელადი), ის აუხსენი.
ქ. გ.
30 იანვარი 2024 17:40
9
მაზავშიკი, და კაი ბიჭების ხელის ბიჭი იყავი, დაგარბენინებდნენ გამაზავებნენ, თამაშებს გაყიდინებდნენ, ძალიან ბევირ პატარა ბიჭი შეიწირეთ და ცხოვრება დაუნგრიეთ. ახლა გამძვრალხარ შენიანებთან და მათივე სიტყვებით ესაუბრები "გიჟია", "არაადეკვატური" "შეშლილი", იცი როგორ ასიამოვნო რუსებს. სირცხვილია შენ და შენაირები დღეს თავაწეულები რო დადიხართ და რაღაცას წარმოადგენთ. გაივლის ეს დრო ჩაძვრები ისევ სოროში
გიორგი
30 იანვარი 2024 17:37
15
მერე ჟურნალისტმა რა გიპასუხა ჩვენც მაგ დღეში ვყავართ პუტინსო??!! ნ ო ვ ი ჩ ო კ!!!
გიორგი
30 იანვარი 2024 17:34
12
"სააკაშვილის დროს ძალიან მკაცრად ეპყრობოდნენ პატიმრებს, სცემდნენ, ზოგიერთი ინვალიდი გახდა... დასცინოდნენ, ეს ყოველივე ჩემი თვალით ვნახე. ეს ყველაფერი მე არ შემხებია. მადლობა ღმერთს, ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ ჯანმრთელად ვარ."
რატომ? შნირი იყავი?
ვატო
30 იანვარი 2024 17:32
16
მე მომკლეს, ბაბუ.
ტაბუ
31 იანვარი 2024 12:33
1
გიორგი!რატო იხარჯები,შოვინისტ და პუტინისტ რუსებს სააკაშვილით ვერ გააკვირვებ,ისე რა ქნეს რუსებმა სატანა ლენინი მიაბარეს მიწას თუ ისევ აცოცხლებენ მავზოლეუმში?!არ გამომიყვანეს რუსები წმინდანები!!!!
ბექა
30 იანვარი 2024 17:16
11
აი ბოლო აბზაცში 100% იანი ხარ, ისეთივე გოიმი დარჩი ("შენ რო გგოქნია შავი"და მაგარი ბიჭი ხარ)..... შენ ციხეც კი, სადაც "შენ არაფერი არ გეხებოდა და სხვებს აწამაბდნენ(?)" ვერ "გაგანათლებს"... გადაა....სით შენ და კალაძემ ბნელ თავებზე ერთმანეთს და გაახარეთ თქვენი ღრუსები....
სამარცხვინოები ხართ...
Hm
30 იანვარი 2024 17:05
20
ქართველები სანამ არასწორად ცხოვრობთ მანამდე ვერ გასწორდებით წელში.მეტადონშიკ-მოძველბიჭო ტიპები არ იყვნენ და არიან ელიტა. ეკლესია ეპისტოლეებს რომ წერს ერთხელ ჩაეწერა შვილებო ტერმინი -ჩემი დედა მო...ან ეშმაკისეულია და აღარ თქვათო? აა ვესი დაუვარდება და აღარ შეწირავენ მამაოებს ჯიპებს განაბები?
350 წლის ვარ
30 იანვარი 2024 16:59
9
დიქტატორ პუტინის ქვეყანაში უნდა რუსები სააკაშვილით და ციხეებში წამებით გააკვირვოს??!!ოეეე შვეიცარიელებს ან შვედებს კი არ ელაპარაკები,რუსებს მკვლელობა,ნარკოტიკი,სასმელი,ციხეებში წამება, გაუპატიურება,პოლიტიკური შურისძიება ან მკვლოლობები გააკვირვებთ??!!ნოვიჩოკით დარბოდნენ მთელ ევროპაში პუტინის მოწინააღმდეგები, რომ მოეწამლათ,საკუთარი სისხლი და ხორცი უკრაინელები არ დაინდეს და რეებს ებაზრები?? ალბათ როგორ ხითხითებენ რუსები ესეთ რუსეთუმე ქართველებზე!!!!!!!
ირაკლი
30 იანვარი 2024 16:40
14
შენ რას შვრებოდი??რუსებს ებრძოდი სამაჩაბლოში თუ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდი,როგორც ქართველების უმეტესობა??!!!
????-ს
30 იანვარი 2024 17:39
7
შენ ხომ ხარ რა, დიდი პატრიოტი რა? მაგ შენმა მიშამ არ ჩააბარა რუსებს, საქართველოს ტერიტორიების ნაწილი? სტრატეგიული ობიექტებიც ხომ მიაყოლა? და მერე ლარსთან არ იდგა ხონჩით ხელში და ეხვეწებოდა რუსებს, ჩვენ ძმები ვართო და ჩამოდით საქართველოშიო. რა ეგრე არ იყო?
???
30 იანვარი 2024 17:04
30
დემეტრ(აძ)ე თავდადებული
გოჩა
30 იანვარი 2024 16:40
11
მიშა რაც იყო ყველამ იცის და იმიტომ აღარარი ხელისუფლებაში და უნდა იჯდეს ციხეში. ყველამ თავის დანაშაულზე უნდა აგოს პასუხი ანგელოზი არც დემეტრაძე და ეს კარგათ იცის
დავთ
30 იანვარი 2024 16:39
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული