ქუთაისელთა რიგებში მორიგი შესანიშნავი მატჩი გამართა გიორგი არაბიძემ. 25 წლის შემტევმა მეტოქეს ჯერ ულამაზესი ჯარიმა გაუტანა, შემდეგ კი კვლავ საჯარიმოს გარედან ეფექტური გოლით დუბლი შეასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ პირველი გოლი "ტორპედოს" ნორვეგიელმა ახალწვეულმა, ბიორნ იონსენმა გაიტანა.
სტივ კინის გაწვრთნილი გუნდი ეროვნული ლიგის 1-ელ ტურში "სამტრედიას" დაუპირისპირდება. შეხვედრა 2 მარტს, 20:00 საათზე გაიმართება.
საჯარიმოს გარედან - არაბიძემ "ჰერკულესს" სუპერგოლი გაუტანა [VIDEO]