ეროვნული ლიგა 2 - ის ახალი სეზონის წინ "არაგვში“ იასპარეზებენ ახალწვეულები: ლუკა ნანავა, ნიკა გაბელაია, კიჭი მელიავა, დავით მაისაშვილი, გურამ ადამაძე, ნიკოლოზ აფაქიძე, ანდრო ნემსაძე, გიორგი გეგია, გიორგი ჯანელიძე, კობა ქებურია, გიგა წურწუმია, ლაშა ჯღამაია, ლევან წოწონავა, ოთარ ტორაძე, დავით კირკიტაძე, გიგა ამბროლაძე და დიორბეკ ტაიროვი.
გიორგი ხუბეჯაშვილი ("არაგვის“
ილია ვეკუა ("არაგვის“ სპორტული დირექტორი): "მიგვაჩნია, რომ "არაგვი“ მნიშვნელოვნად გაძლიერდა. ჩვენი მიზანი ეროვნულ ლიგაში გადასვლაა. ეს ჩემთვის შინაური გუნდია, ადრეც ვმუშაობდი აქ. ყველაფერს გავიღებთ იმისათვის, რომ მომავალ სეზონში წარმატებით ვითამაშოთ. დიდი მადლობა მედიას დაფასებისა და ყურადღებისათვის. ჩვენთვის თქვენი აქტიურობა და გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია.“
დავით ქოქიაშვილი ("არაგვის“ მთავარი მწვრთნელი): "მომავალ სეზონს დიდი იმედით ვეგებებით. ამბიციური მიზნები გვაქვს. ამავე დროს გასათვალისწინებელია ისიც, რომ ძალიან კონკურენტუნარიანი ლიგა იქნება. არის რამდენიმე კლუბი, რომელსაც მიზნად ეროვნულ ლიგაში აღზევება აქვს, მაგრამ კონკრეტულ ფავორიტს მე ვერ გამოვარჩევ. ნებისმიერ გუნდთან დიდი ბრძოლა გვექნება.
ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ესაა: ჩვენ შეგვწევს იმის ძალა, რომ პირველ ნომრად ვითამაშოთ. "არაგვი“ ყველა შეხვედრაში მხოლოდ და მხოლოდ მოსაგებად გავა მინდორზე.
მიმაჩნია, რომ ძალიან ნაყოფიერი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ. ჩავატარეთ ამხანაგური შეხვედრები. ბოლომდე მჯერა იმ ფეხბურთელების, რომლებიც გუნდში არიან. მადლობა ჩვენი კლუბის სპორტულ დირექტორს, ილია ვეკუას ნაყოფიერი სელექციისათვის. „არაგვი“ არის ერთი ოჯახი. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ მედიის წარმომადგენლებს მოსვლისათვის, დაფასებისათვის. მომავალშიც ამ რეჟიმში ვითანამშრომლებთ მედიასთან.“
ეროვნული ლიგა დაიწყო - ბათუმის "დინამომ" "კოლხეთს" სძლია [VIDEO]
აი რა აზრი აქვს ისეᲗი გუნდების ᲗამაᲨს ეროვნულ ლიგაᲨი რომლებიც საკუᲗარ ქალაქᲨი ვერ ᲗამაᲨობენ?! ვინ უნდა უგულᲨემატკივროს ამაᲗ, სარᲗიᲭალელებმა?
საკუᲗარ რეგიონᲨი მაინც გეᲗამაᲨაᲗ, რა სარᲗიᲭალა?!