ფიგუს დუბლით - ლეგენდების სერიის მატჩში "ინტერმა" საქართველოს ნაკრებს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლეგენდების სერიის პირველ მატჩში ერთმანეთს საქართველოს ნაკრებისა და „ინტერის“ ვეტერანი ფეხბურთელები შეხვდნენ - შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

წვიმინი ამინდის მიუხედავად, ბათუმის სტადიონზე დიდი ფეხბურთელების თამაშის სანახავად ბევრი გულშემატკივარი მივიდა, რომელთაც მართლაც საზეიმო განწყობა შექმნეს. დებიუტში შოთა არველაძის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, ქეცბაიას გატანა მეკარე ჟულიო სეზარმა არ დაანება, სტუმრები კი ფიგუმ დააწინაურა. ცოტა ხანში მილანელებს კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრამ რევიშვილის კარი ძელმა იხსნა.

თამაში შესვენების შემდეგაც საინტერესო სანახავი გახლდათ, ამხანაგურს სულაც არ ჰგავდა. „ინტერს“ ორი კარგი
მომენტი ჰქონდა: პალასიოს დარტყმული ბურთი ამისულაშვილისგან რიკოშეტით ლომაიას კარს ოდნავ ასცდა, ხოლო პალასიომ ბურთი ძელს გაარტყა. ცოტა ხანში საქართველოს ნაკრები ლომაიამ იხსნა. მერე მოედანზე ფიგუ დაბრუნდა და უმალ დუბლი შეასრულა. 78-ე წუთზე სირაძეს გოლისას გვერდითმა არბიტრმა თამაშგარე დააფიქსირა. ალბათ, შეცდომით და სტუმრებმა გაიმარჯვეს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

საქართველო - ინტერი 0:2
გოლები: 0:1 ფიგუ (23), 0:2 ფიგუ (72)

მკითხველის კომენტარები / 37 /
ღიპიანი ქართველი კაცები:დ
..
08 მარტი 2024 19:10
0
რუსეთის მადიდებელი ასათიანი!!!
.
08 მარტი 2024 15:51
5
ვეტერანებიც ხო დაირქვეს, რა გეშველებათ, რაც მაშინ იყავით პროფესიონალები იგივე დარჩით
გრიგოლი
08 მარტი 2024 14:13
3
ქართველი კაცის საფირმო ნიშანია, გაბერილი ღიპი! ამის საუკეთესო წამალია, მოუკლოთ ჭამა-სმას, თორე უკვე ვეღარც დადიხართ, უბრალოდ დაძუნძულებთ!
გამხდარი!
08 მარტი 2024 13:33
0
Აქ კომენტარების კითხვა სიგიჟე, ხალხი ფეხბურთის შემდეგ პოზიტივის მაგივრად ბოღმით ივსება...
გიორგი - 11
08 მარტი 2024 08:42
7
მესამე ტაიმს არავინ აშუქებს?
ადამიანი
08 მარტი 2024 08:31
3
კალაძის ინტერვიუ იტალიელ ჟურნალისტთან
https://youtu.be/pUTp4KfxafE?si=H_PFD3sIXXHh4j6J
ქ. გ.
08 მარტი 2024 05:32
1
პანდევი საერთოდ როგორ შემოუშვით საზღვარზე??
ბექა
08 მარტი 2024 00:40
8
კობახიძე და ნავალოვსკი
Soso
08 მარტი 2024 00:14
0
რუსეთუმე ასათიანი არსად დაგეკარგოთ!!!
გიგი
08 მარტი 2024 00:05
33
გიჟები თქვენა ხართ!!სტოქჰოლმის სინდრომით ხართ შეპყრობილი,წადით ოკუპანტს უგულშემატკივრედ!!!
!!!-სს
08 მარტი 2024 19:42
1
ზუსტად!!!შენი ქვეყნის ოკოპანტ,მოსისხლე მტერს,მის სპორტსმენებს ასე როგორ უნდა უგულშემატკივრო??
სოსო
08 მარტი 2024 19:25
2
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული