საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასის გამარჯვებულია

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები სან მარინოში ჩატარებული უეფას განვითარების თასის გამარჯვებულია.

ტურნირის დასკვნით შეხვედრაში სალომე ხუბულურის გუნდმა ესტონეთის ნაკრებს 5:2 სძლია. საქართველოს ნაკრების რიგებში დუბლი სოფი ხელაშვილიმა შეასრულა. თითო გოლი ქეთევან ჭურკვეიძის, ანანო წიქარიძის და ლოლიტა კალოიანის ანგარიშზეა.

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა ტურნირის სამივე მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო. სასტარტო შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა მასპინძელ სან მარინოს 7:4 სძლია, ლუქსებმურგის ნაკრებთან ჩატარებული შეხვედრა კი 4:1 მოიგო.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
ამათაც და 18 წლამდე მორაგვეებსაც კარგი მწვრთნელის ხელში ძალიან მაგარი ეროვნული ნაკრები ეყოლება ქვეყანას არ დაიწყოთ ქვეყნებზე ქილიკი რატომ არ შეიძლება ამ ასაკში მათაც კარგი თაობა ყავდეთ უფროსებისგან განსხვავებით და ყველაზე დიდი დაუჯერებლობა ხუთ დღეში სამი მატჩის მოგებაა რომლის ტაიმები 45 წუტი იყო ასე მიჩვენა ლაივმა ჰოდა ჰომ უკვე ეტყობათ კოჭებში რა მაგარი თაობა მოდის და რა მაგარი ნაკრები დადგება იდეალური მწვრთნელის ხელში
ნოდო
17:59 21-04-2024
2
აშკარაა,რომ ქალთა ფეხბურთი აღმავლობის გზაზეა.დიდი შრომაა ჩადებული.მეტად სასიხარულოა ეს.ასე გააგრძელეთ გოგონებო!წარმატებები საქართველოს!!!
კოლხიდელი
08:39 22-04-2024
1

სიახლეები პოპულარული