"როცა იცი, რომ შენ მართალი ხარ, შენი ოჯახი მართალია, შენი ქვეყანა მართალია, უფრო ადვილია, რომ სწორი გზა მონახო" - რა განაცხადა გიორგი ქოჩორაშვილმა?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ლევანტეს" ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა ლელა წურწუმიას გადაცემაში "სტუმრად ლელასთან" 26 მარტს, ერთა ლიგის ფინალში, საბერძნეთთან მოპოვებული გამარჯვების შესახებ ისაუბრა.

"ამაყი ვარ, რომ ვარ ქართველი. ის, რაც შევძელით მთლიანად ნაკრებმა და რა სიხარულიც მოვუტანეთ მთელ ქვეყანას, იყო ძალიან დიდი სიხარული და დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში საქართველოს ვიხილავთ გაბრწყინებულს, ბედნიერს, ისეთ ბედნიერს, როგორიც 26 მარტს ვნახეთ და ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, იგივე ჩვენ, ფეხბურთელები, ხალხი, ჩვენი ოჯახის წევრები, ყველა შევეცდებით, რომ საქართველო სწორ მხარეს, სიმართლის გზაზე წავიყვანოთ.

როცა
იცი, რომ შენ მართალი ხარ, შენი ოჯახი მართალია, შენი ქვეყანა მართალია, უფრო ადვილია, რომ სწორი გზა მონახო. მაგალითად, როდესაც პენალტის შესასრულებლად მიდიხარ, როცა მართალი ხარ და იცი, რომ ყოველი დღე იმ მოტივაციით გაატარე, რომ უკეთესად დაგერტყა, უკეთესად გემუშავა შენს თავზე, ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება და ამიტომ ვთვლი, რომ სიმართლესთან ახლოს ვიყავი პენალტის შესრულების მომენტში და ამ სიმართლით მინდა, რომ ვიარო მთელი ცხოვრების განმავლობაში, რადგან ფეხბურთელის კარიერა მთავრდება 15 წელიწადში, მაგრამ ქართველობას არასდროს დავკარგავ", - განაცხადა ქოჩორაშვილმა.

altქოჩორაშვილი: მართალი ვიყავი საკუთარ თავთან... ამას არ უნდა ვეცდუნებინე - როცა იმის შანსია, შენი ქვეყანა დაამწუხრო...

altკახა კალაძე: გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი დამსახურებაცაა

altუკეთესი კარიერის შანსი ქოჩორაშვილისთვის - ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენს ჯგუფში უნდა დავაკვირდეთ...

მკითხველის კომენტარები / 40 /
საღოლ მამანაცოვიჩ საღოლ!
შოთა
23 აპრილი 2024 13:25
10
აუუ მამანაცოვიჩი მაგარი იყოოოოო DDDDDD ეს სახელი შერჩება ამას !!
zura222
23 აპრილი 2024 15:01
10
რაც იცი ის აკეთე შვილო , რა გესმის შენ პოლიტიკის სწორი და არასწორი ? გაქვს შენი აზრი , თქვი , არავინ გიშლის , მაგრამ ბეჭდის დასმა , სწორი რა არის შენ კი არა მეფეებს უჭირდათ . ვინა ხარ , ტალეირანი , დე გოლი თუ მაკედონელი ?
ტარიელი
23 აპრილი 2024 23:15
26
კალაძეს,კობიაშვილს,სანიკიძეს,ყაველაშვილს,კაჭარავას ესმით პოლიტიკის??რა განათლება აქვთ,რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში კანონებს იღებენ??!!
ტარიელ-ს
24 აპრილი 2024 02:03
12
,,ტარიელ-ს"-ს ასევე უარგუმენტო ტროლებს
შენს მიერ ჩამოთვლილი სპორტსმენები აქტიური სპორტსმენობის დროს ნაკლებად აკეთებდნენ პოლიტიკურ დასკვნებს( დასკვნაზეა აქ საუბარი და არა აზრის გამოთქმაზე ) . ისინი მოხვდნენ პარტიულ სიაში და შესაბამისად პარლამენტში .როგორი პოლიტიკოსები არიან და როგორ კანონებს იღებენ , მაგას დრო აჩვენებს . ქოჩორაშვილიც თუ აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ მოხვდება პარლამენტში მის მიმართაც სხვა მიდგომა იქნება . განსხვავებას ხედავ ? თუ ვერ ხედავ , შენი პრობლემაა , მაგრამ ჩემთვისაც სამწუხარო .
ტარიელი
24 აპრილი 2024 14:05
2
არ გადაგვაყოლა იმ ერთ პენალტს! მე საერთოდ არ მომწონს როგორც ფეხბურთელი ზოგადად!
ოთარი
23 აპრილი 2024 14:41
18
მაგ სიმართლით იარა მამაშენმა. შენზე არაფერს ვიტყვი, ჯერ ახალგაზრდა ხარ, კიდევ გაქვს შანსი დაფიქრდე და გამოსწორდე.
ბადრი
23 აპრილი 2024 15:40
17
ბიჭი ამ დროს ასეთი ტრიპაჩობა მავნებელია, წარმოიდგინე რას მოგიწყობენ გულშემატკივრები, როცა გერმანიაში თავს ვერ გამოიჩენ და ამის ალბათობა მაღალია...რა ლელასთან, ვინ ნაცებთან, ახლა მხოლოდ თამაშზე კონცენტრირების დროა...თორემ შენ არ მყავდე ახლა ხვიჩა, რომელიც გენიოსია და რომელსაც ყველაფერი ეპატიება?
k
23 აპრილი 2024 13:31
9
მამანაცოვიჩი :)))))))))))))))
Rodry
23 აპრილი 2024 14:39
16
მართლა მაგარი სახელია DDDD
zura222
23 აპრილი 2024 15:34
7
ლელასთან როგორ დაჯექი ბიჭო ?
აი სადამდე მიხვედი.
-
23 აპრილი 2024 21:34
22
მე მგონია რომ ამას უნდა დააუჯდნენ მწვრთნელები ან ფსიქოლოგები ან ვისაც ეს ეხება და უთხრან და შეაგნებინონ რომ პოლიტიკანების აყოლა სიკეთეს არ მოუტანს არც ამას და არც მთლიანად ნაკრებს და თუ მაინც ვერ შეიგნებს და გააგრძელებს თავის უაზრო ბოდიალს მაშინ საერთოდ უნდა გარიცხონ ნაკრებიდან ! ღმერთი რჯული ამას იმიტომ არ ვამბობ რომ ნაცია თუ მამანაცოვიჩია (მაგარი სახელი შეარქვა აქ ერთმა) ნაცები სხვა ფეხბურთელებიც არიან მაგრამ არიან თავისთვის ჩუმად და წამდაუწუმ არ აფრქვევენ სისულელეებს ! და რატომ უნდა გარიცხონ ნაკრებიდან ?? იმიტომ რომ დიდი ეჭვი მაქვს რომ კიდევ ბევრჯერ დააბრეხვებს თავის უაზრო სისულელებს და ამით ნაკრებში განხეთქილებას შეიტანს @ გავიხსენოთ ერთი მოჭიდავის ნაც აგიტაციას რეები მოყვა ჭიდაობის წრეში და რა შედეგები მივიღეთ როგორც სპორტული ისე კაცურ-ადამიანური თვალსაზრისით @ ნუუ მადლობა ღმერთს ეს არ კადრულობს იმას (ჯერჯერობით ?) რასაც ის არაკაცი კადრულობდა --თავის "გამარჯვებებს" ქართველი ხალხის და ქრისტიანების დაუძინებელ მტრებს რომ უძღვნიდა იმათ ვინც "მუსლიმ ძმებს" ქართველების და ქრისტიანების დახოცვისკენ მოუწოდებდა @@ პოლიტიკის და უაზრო პერფორმანსების შეტანით ჯერ არავის არ მოუგია პირიქით ვინც შეიტანა იმან წააგო ! ყველაზე ნათელი მაგალითია გერმანიის ნაკრების იდიოტური პერფორმანსები ბოლო მუნდიალზე--პირზე ხელების აფარებები "ქალთა და სექსუალური უმცირესობის უფლებეის დაცვა" და ა.შ. და რაც მოიგეს ვნახეთ ! მარტო ეს კი არა ისიც უნდა გარიცხონ ვინც ქოცურ ან კონსერვატორულ აგიტაციას დაიწყებს იმიტომ რომ სპორტი სპორტია და პოლიტიკა კი პოლიტიკაა პოლიტიკა გაინტერესებს ? შეეშვი მაშინ სპორტს და მიხედე პოლიტიკას ! ან მოითმინე კარიერის დამთავრებამდე და მერე თუ გინდა ნაცების პარტიაში შედი თუ გინდა კონსერვატორების და თუ გინდა ჩრდილო კორეის კომპარტიაში !
zura222
23 აპრილი 2024 15:50
18
ქოჩორ!!მოიყვანე ქართველი ცოლი,შექმენი ქართული ოჯახი,როგორც კვარამ და ზურიკომ და უფრო მაგარი ქართველი იქნები!!!შენი შვილს ნუ გაზრდი ბრაზილიელათ,როგორც ქართველმა სპორტსმენებმა,რომლებმაც უცხოელი ცოლები მოიყვანეს და მათმა შვილებმა ქართული არ იციან და არ ქართველობენ!!!
ლადო
23 აპრილი 2024 16:27
8
ქოჩორ!!მოიყვანე ქართველი ცოლი,შექმენი ქართული ოჯახი,როგორც კვარამ და ზურიკომ და უფრო მაგარი ქართველი იქნები!!!შენი შვილს ნუ გაზრდი ბრაზილიელათ,როგორც ქართველმა სპორტსმენებმა,რომლებმაც უცხოელი ცოლები მოიყვანეს და მათმა შვილებმა ქართული არ იციან და არ ქართველობენ!!!
ლადო
23 აპრილი 2024 16:25
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული