"არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად ჩამოყალიბდებოდი" - ალადაშვილმა კალაძეს მიმართა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კახა ალადაშვილმა თავისი "ფეისბუქის" გვერდით ქალაქის მერს, კახა კალაძეს მიმართა:

"მრცხვენია და დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ მე, რომ შენ გვერდით ვითამაშე 10 წელი. არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად, მოღალატედ და უსუსურ კაცად ჩამოყალიბდებოდი.

ვის უხდი მადლობას? ქალებსა და ბავშვებს რომ წიხლებით სცემა, იმ "სამართალდამცავებს"? ენა, მამული და სარწმუნოებაო, რომ ამბობ, კარგად გეცოდინება, ჩვენს ენაში რა სიტყვები აღწერს ქვეყნის მოღალატეს და ქალზე მოძალადეს.

რომელ მამულზე ლაპარაკობ, რომელმა სარწმუნოებამ გიქადაგა, ვნების კვირაში საკუთარ ქვეყანას უღალატე და ქალებსა და
ბავშვებს უმოწყალოდ სცემეო?

არაკაცი, უსუსური და არარაობა ხომ ხარ, მაგრამ წვრილმანი მატყუარაც ყოფილხარ. ხაბეიშვილმა სცემა სპეცრაზმელებს? ამას როგორ იმეორებ? ხაბეიშვილმა ის გააკეთა, რისი გამბედაობა არც გაქვს და არც არასოდეს გქონია - სხვას გადაეფარა, ახალგაზრდა დაიცვა.

შენნაირი არაკაცი მოღალატეები პოლიტიკურ სამარეში აღმოჩნდებით ძალიან მალე. დღეს ისევ პარლამენტთან!"

მკითხველის კომენტარები / 152 /
ჩემთვის ორივე ვირია, ერთი ჭრელი, მეორე დიდყურა. დაძახებაც არ უნდა, შანსი მიეცათ, აცე ვიროოო გაისმა და ისიც აკუნტრუშდაააა.
აი ეს არის სულ...
კ ო მ ბ ლ ე
02 მაისი 2024 17:07
12
Orive mxare erti gemit xart gasashvebi aqedan.ver xvdebit kide erovnuli arc erti ro araa? Speqtaklia es yvelaferi da romlebic darigebulia.ici eseni vi's dacinian?vinc urolodaa da shuaze ixeva tyuilad.
Gia
02 მაისი 2024 10:23
3
Gia-ს
მეც ეგრე მგონია, მაგარ სპექტაკლს დგამენ!
ვფიქრობ დღევანდელი პოლიტიკოსები საერთოდ მოსაშორებლები არიან. ხალხმა უნდა ჩავატაროთ არჩევნები. მოვიძიოთ ჩვენშივე ხალხზე მზრუნველი ადამიანები, პირველ ადგილზე გასულები პოზიცაში გავუშვათ და მეორეზე კი ოპოზიციაში. ესენი კი ყველა ერთად ციხეში! რაც მთავარია, ჩვენი ფული უნდა ამოვიღოთ, რათა ქვეყანამ განვითარება დაიწყოს.
გიპნოზა
02 მაისი 2024 15:17
3
სად თამაშობდა ალა და მდაშვილი*
*
07 მაისი 2024 21:29
2
ვეძებ და ვერ ვპოულობ. აი ეხლა მპასუხობენ, "სანტოსში" პელესთან ერთადო.
ფეხ. გულშემატლივარი.
07 მაისი 2024 22:37
0
რა სამწუხაროა,რომ ადამიანები ღმერთს არ უსმენენ და მოკვდავ ადამიანზე ამყარებენ იმედს.არა და ბიბლიაში გარკვევით წერია,კერძოთ იერემიას მე-17 თავის მე-5 მუხლში:
აი, რას ამბობს იეჰოვა: „წყეული იყოს ის, ვინც ადამიანზე ამყარებს იმედს, ადამიანის ძალას ენდობა და ვისი გულიც შორდება იეჰოვას.
დავით
07 მაისი 2024 08:54
2
დავითმა მოარტყა. წინა კომენტარებშიც ეტყობოდა.
.
07 მაისი 2024 22:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული