"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა" - ხვიჩა კვარაცხელია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და იტალიური “ნაპოლის” ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია საქართველოში ბოლოდროინდელ ამბებს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.

"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა.

ძალიან განვიცდი იმას, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება, მიჭირს ამ ყველაფრის ყურება. მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს. მინდა ყველა ისეთი ერთიანი და ბედნიერი ვიყოთ, როგორც 26 მარტს!  არ მინდა ჩემი სიტყვები ვინმემ სასიკეთოდ გამოიყენოს, მით უმეტეს იმ ხალხმა, ვინც ჩემს ყოველ
ნაბიჯს აკრიტიკებდა და დამცინავად უყურებდა! მე მიყვარს თითოეული ქართველი, მე მიყვარს ჩემი საქართველო და მთელი ჩემი საქმიანობა და მიღწევებიც ჩემს ქვეყნისთვისაა, მისი წარმატებისთვის და ევროპული მომავლისთვის და ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება.

მწყდება გული, რომ დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით.

არა ყველაფერს, რაც გვაპირისპირებს! კი საქართველოს წინსვლას და გამარჯვებას! მე ვარ საქართველო", - წერს ხვიჩა საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 157 /
აი, ამ ტექსტს ჰქვია - ნუ შემიკიკინეთ, რომ რომელიმე მხარე დაიკავე, მაცადეთ იმ საქმის კეთება, რაც მესმისო.
და მისგან ყველაზე სწორი ესაა.
კოლა
04 მაისი 2024 08:13
4
ხვიჩა შემოგევლე მე ის გულშემატკივარი ვარ დარწმუნებული ვარ ჩემნაირი კიდე ბევრია ვისაც შენი არცერთი თამაში არ გამოუტოვებია საქართველოს ნაკრებში არც ლოკომოტივში არც რუბინში და ნაპოლიში . მე ის გულშემატკივარი ვარ რომელიც გაცოფებული იყო იმ ბულინგით იმ კრიტიკით რომელიც შენს წინააღმდეგ წამოვიდა როცა რუსეთში თამაშობდი იმ ხალხისგან ფარისევლებისგან შენც კარგად იცი ვინც არიან ეხლა რო ჭირდებათ თავისი ბინძური პოლიტიკური მიზნების მიღწევაში, და ვითომ შენი გილშემატკივრები რო გახდნენ . საქრთველოს გზა ევროპაშია მაგრამ არა ესეთი ზნედაცემული ხალხით , ჩვენ უნდა მოგვიღონ ეუროპაში როგორბიც ვართ ქართველები და არა ისეთები როგორებიც თვითონ უნდათ რო ვიყოთ! გისურვებ წარმატებებს როგორც სპორტში ისე პირად ცხოვრებაში ღმერთი იყოს შენი მფარველი ყოველთვის გაგეხარებინოს ჩვენი გულები ჩვენ შენს გვერდში ვართ დაგიცავთ ყოველთვის შენი გულწრფელი და არა გაყიდული გულშემატკივრები!!!
გიო
04 მაისი 2024 03:25
27
მთელი სანაცეთი ლანძღავდა და აბულინგებდა ხვიჩას ხომ არ დაგავიწყდათ, ზუსტადაც ისეთი კომენტარი გააკეთა ნამდვილ ქართველს რომ შეეფერება და არა ისე რომ ვიღაცის წისქვილზე დაასხას წყალი, დღეს ქვეყანას სჭირდება ერთიანობა და არა გახლეჩვა და შუღლი. ზოგადად სულ იმას ვიძახი რომ მოქმედმა სპორტსმენებმა თავი უნდა შეიკავონ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან, დღეს რაც მათ მოეთხოვებათ ეს არის საქართველოს სახელის დიდება მსოფლიო ასპარეზზე. ევროპის ჩემპიონატი და ოლიმპიადა მოდის და ყველამ თავი უნდა დაანებონ სპორტსმენებს და მისცენ მშვიდ გარემოში მომზადება ამ ტურნირებისთვის.
მამუკა
04 მაისი 2024 03:29
29
ჯერ ერთი გარკვევით თქვა არა ყველაფერს რაც გვაპირისპირებსო. და რა აპირისპირებს დღეს ხალხს ვერ ხვდები? ეს კანონი!!! და მეორე. სპორტსმენმა რატო არ უნდა დააფიქსიროს თავისი აზრი? ჯერ ქვეყნის მოქალაქეა და მერეა სპორტსმენი, ეს რა ლოგიკაა? შენი ლოგიკით არც მომღერალმა, არც მსახიობმა და არც არავინ უნდა გააკეთოს განცხადება და თავის პროფესიას მიხედოს. რა დროს სამშობლოა ოლიმპიადა და ევროპის ჩემპიონატი მოდისო. ლოგიკის მსოფლიო ჩემპიონატი რო ტარდებოდეს აუტსაიდერი იქნებოდი.დ.დ.
xxx
04 მაისი 2024 03:44
22
ვინ სანაცეთი ლანძღავდა და როდის მართლა მაინტერესებს რატო ლანძრავდნენ? მე როგორც მახსოვს ტიპს ჰკითზეს აზრი რუსეთის აგრესიაზე უკრაინაში და იბოდიალა რაღაცეები. მიიღო კრიტიკა სანაიასგან. მერე? არ შეიძლება ხვიჩას კრიტიკა? ფეხბურთი რა შუაშია.არ აქვს ტიპს თავისი აზრი, არც აინტერესებს არაფერი.
1357
04 მაისი 2024 09:24
6
ყველა გამოხმაურება
კარგი ხარ, მოზომილი როგორც ყოველთვის, აბა ვიღაცას გაუხარდებაო და სისულელე თქვა, ჯობია რაც თქვი. კანონებს პოლიტიკოსებმა ოპოზიციამ მიხედოს თუ აქ რამის ერთი ადგილი, თქვენ კი თქვენი საქმე აკეთეთ, წარმატებები
გოგა
04 მაისი 2024 03:03
9
ბიჭებო ერთი სათხოვარი მექნება ფეხბურთელებს მივმართავ... კარს მოგვადგა ევროპის ჩემპიონატი და ძლივს უფლის წყალობით გავედით. მოდით რა კონცენტრაცია მოახდინეთ ყველამ მომავალ ევროზე და ამ არეულ დარეულობაზე ნერვები არ იშალოთ. უფლის წყალობით გადავრჩებით და ევროპაშიც შევალთ. წინ საქართველოოოოოო, ჯგუფიდანაც გავალთ და სასწაულებსაც მოვახდენთ. ყველას გილოცავთ ქართველებო, მართლმადიდებლებო ქრისტეს აღდგომას. დიდება უფალს.
კახაბერი
04 მაისი 2024 07:50
2
აი ასეთი უნდა ახალგაზრდა.საქმითა და სიტყვითაც მოყვარული ქვეყნისა.
ნაძირალა მებულინგეებს კარგად გადაუტყლაშუნა.ერთიანობა წესიერებითო!!!
შენ გაიხარე,ჩენო ხვიჩა,ბრწყინვალე სპორტსმენო და ჩინებულო მოქალაქევ!!!
კოლხიდელი
04 მაისი 2024 07:11
6
ესეიგი თუ ტიპმა ზუსტად იგივე ტექსტით რა ტექსტითაც თქვენ გინდათ რომ ილაპარაკოს,არ ლაპარაკობს,უნდა გადაუაროთ?
და ეგ არის ის დემოკრატია და ის დასავლური ფასეულობა თქვენ რომ მიგყავართ?
Mesi
04 მაისი 2024 15:04
8
როგორც შენ ხარ Mesi, ისევე სიმართლეა შენი დაწერილი .
"კაკ რაზ", კალაძე და ხელისუფლება ცდილობს გამიიყენოს კვარაცხელიას გზავნილი !
სანამ/როცა პირდაპირი და ნაკლებად "დიპლომატიური" იყო ხვიჩა, ვისგანაც იყო თავდასმის ობიექტი და ვინ "ძვრებოდა ანალიდან", ინახება "ისტორიის ანალებში "!
პირიქითაა ეს, პირიქით !
04 მაისი 2024 15:28
20
ზუსტადაც დასავლური ფასეულობაა - კრიტიკა,
როგორც მას აქვს უფლება ბუნდოვანი განცხადებები აკეთოს, ისევე ჩვენ გვაქვს უფლება გავაკრიტიკოთ და მიწასთან გავასწოროთ
სახელი
05 მაისი 2024 23:21
0
შენ შემოგევლე გულში ქართველო!!!! მიბაძეთ ყველამ ამ მაგარ კაცს და ქართველს
აბრეზა
04 მაისი 2024 07:48
3
მხოლოდ ფეხბურთის თამაშში. კარიერას რომ მორჩება, მერე ვნახოთ, მისაბაძი იქნება თუ არა.
გულშემატკივარი
04 მაისი 2024 10:35
8
ვინც ხვიჩას აბულინგებდთ, თქვენი უმადური...
საქართველო
04 მაისი 2024 05:23
4
ჯიგარი ხარ, კარგია, რომ შერიგების და გაერთიანების პოზიცია გიკავია, კომენტარებით კი ხედავ, რომ ვითომ ლიბერალი და ევროპის მეხოტბე სასტავი რეალურად ფაშისტი კომსომოლები არიან, მარტო თავისი აზრია სწორი და ყველამ ისე უნდა წეროს და იფიქროს როგორც მაგათ. ნუ მიაქცევ ყურადღებას ამ გაგიჟებულ მასას, ღმერთი ხედავს მტყუანმართალს, მრავალ აღდგომას დაესწარი და ხალხის სიყვარული არ მოქკლებოდეს
Guderian
04 მაისი 2024 10:01
18
დიდი უკვე დებილი ხარ ილიას რომ ადარებ ამ ლიბერალებს მაშინდელ ლიბერალიზმს რომ ადარებ დღევანდელს კაცმა თქვა ენა მამული სარწმუბოება და ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეკუთნოდესო დღევანდელები მონები არიან ამერიკის და ევროპის მონა კიდე მონაა რუსეთის ხარ თუ სხვისი
სოსო
04 მაისი 2024 12:25
0
ილია ჭავჭავაძეც ლიბერალი იყო ლეო, მახინჯი სულის პატრონს შეუძლია მხოლოდ ამბავშვებს გაგიჟებული უწოდოს, სწორედაც რომ შენნაირ გავრილოვის ბალეშიკებს, სპარტაკის ფანიხარ უეჭველი
დიდი
04 მაისი 2024 11:03
11
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული