"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა

AutoSharing Option
TST სპორტი ევრო 2024-ის შესახებ ინტერვიუების სერიას აგრძელებს, ამჯერად მათი გადაცემის სტუმარი ვეტერანი ფეხბურთელი და საფეხბურთო მენეჯერი ნუკრი რევიშვილი გახლდათ. ნუკრიმ არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა. რევიშვილის თქმით, ევროპის ჩემპიონატის 26-კაციან განაცხადში ირაკლი აზაროვის ვერმოხვედრა, მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.

"ორი აზრი არ არსებობს, რომ ირაკლი საქართველოში გამორჩეული ფეხბურთელია. ყველა მწვრთნელს თავის შეხედულება აქვს, თავიანთი მონახაზი აქვთ, იგივე ეხება ვილი სანიოლსაც. ძალიან გული დამწყდა, როცა გავიგე, რომ ვერ მოხვდა 26-კაციან განაცხადში. მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს, მაგრამ
ხდება... მწვრთნელმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ირაკლი ისეთი ბიჭია, ყოველთვის დაამტკიცებს თავის კარიერის ბოლომდე, რომ ის საუკეთესოა საქართველოში და ამით არ დაკმაყოფილდება", - განაცხადა რევიშვილმა

სრული ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე

alt"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი

altეტო’ო, ვილიანი, რევიშვილი... ქართველი მეკარე რუსული კლუბის საუკეთესო ლეგიონერებში

altნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან

მკითხველის კომენტარები / 34 /
საქართველოში და მით უმეტეს სპორტში ყოველთვის არსებობდა და იარსებებს სიცილიურ მაფიაზე დიდი მაფია. ეს დამტკიცდა აგერ აზაროვის განაცხადში არ შეყვანით. აბა რომელი ჭკუათმყოფელი იტყოდა ასეთ ნიჭიერ და ენერგიულ ფეხბურთელზე უარს. ამიტომაა რომ ვართ ასეც ცუდ სიტუაციაში მუდამ
როლანდი
28 მაისი 2024 01:34
1
ნუკრი ჩემო საყვარელო და დატანჯულო კაცო, შენც ხომ ნაკრებში იყავი და მის შემდგომ რა შეიცვალა, ძმობას გაფიცებ? ისე ხომ იცი რომ სულ სხვა ნაკრებს შეარჩევდი 2/3.გაივლის evRo2024 და მაინც სხვა მწვრთნელს/
იმედია ქართველს/და სხვა შემადგელობას ვიხილავთ მერე მართლა პერსპექტივაზე გათვლილს,წინ საქართველო

ეუსებიო
27 მაისი 2024 01:13
10
აზარ გული არ გაიტეხო ბრატუხა, ესენი ტურისტულᲨი მიდიან.
გულო
26 მაისი 2024 19:36
27
ქართველი
27 მაისი 2024 04:59
0
ვაი შენს პატრონს არ გეტყობა რაც ხარ
ზურა
27 მაისი 2024 00:01
2
რათქმაუნდა აზაროვი უნდა გამოეძახა, დაცვაში სუსტია სამივე წიტეიშვილიც და ლევანიც ეზ გასამართლებელი არარი, ადრე დვალსაც არ იძახებდა ამ კაც რაღაც ამოჩემება ჭირს ამიტომ ვერ გავაკეთებ კომენტარს
გიორგი
26 მაისი 2024 19:09
2
100 % ვეთანხმები რევიშვილს. მიაუხედავად ამისა არა მგონია ამ გადაწყვეტილებაში ფედერაციის ხელი ერიოს, ალბათ უფრო სანიოლის პირად დამიკიდებულებასთან გვაქვს საქმე. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ სანიოლის სამწვრთნელო საქმიანობა ზოგადად, როგორც ცნობილია სრული კრახით დაიწყო, რომლის შემდეგაც გარკვეული მიზეზებით ხანგრძლივი პაუზა აიღო. ჩვენმა ნაკრებმა მის მწვრთნელობას როგორც ასეთი გარკვეული სტატუსი შესძინა. ასე რომ მადლიერებაზე საუბრისას ურთიერთსარგებლიანობას (როგორც მინიმუმ) ჰქონდა ადგილი. იგივე შედეგი ერთა ლიგაში ბევრად სუსტი ნაკრებით ვაისმაც დადო. გადამწყვეტ თამაშში კვარას და მაყურებლის გარეშე დარჩენილმა ვეღარ გავიდა ფონს. ამჯერად გაჭედილი სტადიონით და ხუთმაგი ფასის შემადგენლობით პენალეტბამდე მივედით და გაგვიმართლა. რაც შეეხება აზაროვის საჭიროებას: ჩვენი ნაკრები, სანიოლის ხელში ძირითადად 3-5-2 სქემით აპირებს თამაშს. ამ ფეხბურთის იდეალად ავიღოთ ინტერი. ამ სქემაში უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ ლატერალებს, ამ შემთხვევაში დი მარკო და ბასტონი. ისინი არ არიან მცველები კლასიკური გაგებით, მთელ ფლანგზე ძალიან დიდი დატვირთვა აქვთ და მწვრთნელი, როგორც წესი აუცილებლად ცვლის ხოლმე. ჩვენ შემთხვევაში ვინ გვყავს კლასიკური გაგებით ლატერალე? პირველად ამ ამპლუის ფეხბურთი ითამაშა კაკაბაძემ, თუმცა ის უფრო მარჯვენა განაპირა მცველია, ნაღდი ლატერალე მარჯვნივ მხოლოდ გოჩოლეიშვილია. რაც შეეხება მარცხენა ფლანგს, ნაკრების ყველა შთამბეჭდავ თამაშში (ბულგარეთი, მაკედონია) ამ ამპლუაში აზაროვი თამაშობდა. გარკვეულწილად ადაპტირდა წიტაიშვილი, თუმცა ის მრავალმხრივი ფეხბურთელია და კლუბებში ამ პოზიციაზე არ უთამაშია (თუ არ ვცდები) . რაც შეეხება შენგელიას, კი ბატონო რამდენიმე თამაში კარგად ითამაშა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ის ნახევარმცველია უფრო და არც იმ ასაკშია, რომ ეს ამპლუა აწი აითვისოს, არც მას უთამაშია კლუბებში ლატერალე. აქედან გამომდინარე, როცა ღმერთს მადლობა გვყავს იმედისმომცემი ამ ამპლუის ფეხბურთელი გამოცდილებით და უწყვეტი თამაშით, აბსოლუტურად გაუგებარია მისი არ გამოყენება, თუ არა მწვრთნელის ამოჩემება. რაც შეეხება სიგუას, მიუხედავად იმისა, რომ მისით კანკავას ჩანაცვლება კიდევ ერთი გაუგებარი განმარტებაა ( სიგუა ფორვარდი უფროა, ვინემ ჩამშლელი ნახევარმცველი), სწორი გადაწყვეტილებაა. მეტიც, აუცილებელი იყო საზონოვის და არაბიძის გამოძახებაც. ესენი იმ ასაკის და ისეთი ფეხბურთელებია, რომ ასეთ ფორუმებზე შეუძლიათ " გასროლა", განსხვავებით ისეთი ფეხბურთელებიდან როგორიცაა მექვაბიშვილი, კაშია, კვირკველია. როცა ამბობ რომ აზაროვის ადგილას ორი ფეხბურთელია, იგივე ფეხბურთელები თავისუფლად შეიძლება განიხილებოდეს თავიანთ ადგილებზე ნახევარდაცვაში და არა გადაკვალიფიცირება ლატერალებში. პ.ს ამ თემაზე დისკუსია ამის შემდეგ ალბათ უადგილოა. რაც არი ეს არის. ყველა შემთხვევაში ამ ევროზე თამაში მოგცემს საშუალებას უფრო ფართოდ შევხედოთ ჩვენი ფეხბურთის პოტენციალს და უფრო ნათლად გამოიკვეთება ის კონტურები რაც საბოლოოდ უნდა გარდაისახოს კონკურენტუნარიან ქართული ფეხბურთის სახედ.
ამატაკი
26 მაისი 2024 18:07
1
ვინც აზაროვს აკრიტიკებთ, მესმის თქვენი, დაცვაში თამაშის დროს ნამდვილად აქვს პრობლემები, მაგრამ 26 კაცში რომ იმსახურებდა მოხვედრას, ეს ხომ უეჭველია? ნუ იქნებოდა ძირითადში, მაგრამ სკამზე ყოფნასაც არ იმსახურებდა ვითომ?
Burton
26 მაისი 2024 17:45
2
ეს რევიშვილი საბოლოოდ ფსკერი და ურცხვი გამხდარა..რაც მეკარე იყო და რაც მასზე იწერებოდა რუსულ პრესაში გოლების გაშვებაზე აი ახლა ასახულია პიროვნებაში
!!
26 მაისი 2024 17:26
23
სანიოლის მაქებარი და მადიდებელი არასოდეს ვყოფილვარ და აზაროვიც ძალიან მაგარ ფეხბურთელად მიმაჩნია, მაგრამ რევიშვილსა და ფეხბურთის სხვა "ექსპერტებს" ურჩევნიათ სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფისა და არაკომპეტენტური რჩევების მიცემის ნაცვლად, თავისი პროფესიული შეფასებები ჩემპიონატის შემდეგ აკეთონ.

სანამ თამაშის წინ სანიოლს შენიშვნას მისცემ, ჯერ როგორც ფეხბურთელსა და მერე როგორც მწვრთნელს, მინიმუმ მასზე მეტი უნდა გქონდეს მიღწეული საფეხბურთო კარიერაში. სხვა შემთხვევაში, შენი უადგილო შენიშვნები მხოლოდ უარყოფითად იმოქმედებს ნაკრების წინასაჩემპიონატო გარემოზე და ეს მომენტი ჯობია ყველამ კარგად გაიაზროს სანამ პირს გააღებენ და რაიმე უაზრობას "გადმოაბრეხვებენ".

მოქმედ მწვრთნელზე უკეთესად არავინ იცის ნაკრებს ვინ, სად, როდის და როგორ სჭირდება და მთლად გუცაევი, ჩივაძე, გაბელია, ან მსგავსი დონისა და წონის ფიგურა თუ არ ხართ, ჯიბია თქვენი ფანტაზიები თქვენთვის დაიტოვოთ.

ნაკრები რომ დაასრულებს ჩემპიონატზე გამოსვლას, მერე კი ბატონო, გამოხატეთ თქვენი აზრი როგორც ფეხბურთის სპეციალისტებმა, იქამდე კი შეეშვით თქვენი "პროფესორობით" არაკომფორტული გარემოს შექმნას ნაკრების ირგვლივ და განსაკუთრებით იმის მოთხოვნასა და დავალდებულებას, რომ ჯგუფიდან უნდა გავიდნენ - ნუ მოაქცევთ ბიჭებს წნეხის ქვეშ თუ ნამდვილად გინდათ, რომ თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინონ!

და ბოლოს - აზაროვის, არაბიძის და მათი დონის ფეხბურთელები ხანდახან თუ ვერ მოხვდებიან ნაკრების განაცხადში, ეგ ნიშნავს რომ ნაკრების დონე გაიზარდა, და გაიზარდა სწორედ კონკურენციის ხარჯზე, ანუ მსგავსი ნიუანსებიდან დადებითი დასკვნების გამოტანა უფრო უპრიანია, ვიდრე პესიმისტური აზროვნების თავსმოხვევით უარყოფითი ემოციური ფონის შექმნა...

P.S. ყველას გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დრესასწაულს!
უნივერსალი
26 მაისი 2024 16:56
4
ნოდარ ახალკაცი არაფლით გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ მაგრამ საუკუნის მწვრთნელი გახდა.სანიოლი მაღალი კლასის ფეხბურთელი იყო მაგრამ ვერფერი მწვრთნელი გამოდგა ამიტომაც პაუზა აიღო ამდროს ვიღაცამ უპატრონა და მოხვდა ჩვენთან გამზადებილი შედეგის მიღწევის შემომქმედათ.ასეა ეს რაცარუნდა დილაიქები დააყაროთ ამ კომენტარს.
გიორგი
26 მაისი 2024 19:19
5
აპიარეთ და იყავით თუ არ გრცხვენიათ, არაფერი ფეხბურთელი ეგ არაა
ჯუღელასბიჭი
26 მაისი 2024 16:22
19
შენგელიას რომ ჩასვავ და აზაროვს ამოაგდებ რაღაც გარიგებას გავს
mamuka
26 მაისი 2024 15:30
17
ცხვირი გავს, შუბლი გავს, . . ე.ი. გავს. :)
რა გეშველებათ ამ ძალიან ,,ღრმად მოაზროვნეებს". :)
ჯეჯე
26 მაისი 2024 16:30
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული