"ტორპედო" - პერისიჩი არც განხილულა, ნანიზე კლუბმა უარი თქვა, პატო და "რეინჯერსის" ნახევარმცველი რეალურია...

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" სატრანსფერო ამბებზე ბევრი იწერება. მამადუ სახოს ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ, ქართულ მედიაში, ხორვატულ წყაროზე დაყრდნობით, დაიწერა, რომ ქუთაისურ კლუბს მალე პორტუგალიელი ნანი და ხორვატი პერისიჩი შეუერთდებოდნენ.

Sportall.ge-ს ინფორმაციით, ეს ტრანსფერები გამორიცხულია, თუმცა სხვა საინტერესო ვარიანტები არსებობს.

ჩვენი წყაროს თანახმად, პერისიჩზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ნანისთან დაკავშირებით კი ყველა დეტალი ცნობილი იყო, საბოლოოდ კი ტრანსფერზე უარი კლუბის ხელმძღვანელობამ თქვა.

რაც შეეხება შესაძლო ტრანსფერებს. ერთი ალეშანდრო პატოა. 34 წლის ბრაზილიელი ამჟამად უკლუბო
დაა. ბოლოს ევროპაში ის "ვილიარეალში" თამაშობდა, გულშემატკივრებს კი "მილანიდან" და "ჩელსიდან" კარგად ახსოვთ. "ტორპედოს" კიდევ ერთი შესაძლო ახალწვეული, გლაზგოს "რეინჯერსის" 32 წლის ნახევარმცველი რაიან ჯეკია.

შეგახსენებთ, მალე "ტორპედო" კონფერენს ლიგაზე ჩაერთვება.
მკითხველის კომენტარები / 42 /
ვერ ვხვდები ასე ცინიკურად რატომ უყურებთ ამ ტრანსფერებს, პატოც და სახოც უმაღლესი დონის და კლასის ფეხბურთელები არიან. თან სულ იმას იძახით რომ დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვსო და დასცინით და აკრიტიკებთ ისეთი ხალხი, რომელიც დარწმუნებული ვარ ეროვნული ლიგის არცერთ თამაშზე არ ხართ ნამყოფი. სხვა გუნდის პრეზიდენტები რომ იძახიან, ფეხბურთელები ვერ ჩამოგვყავს, აქ ცხოვრება არ უნდათო, როგორ დავიჯერო რომ ქუთაისში უფრო მეტი კომფორტია ვიდრე თბილისსა და ბათუმში (ქუთაისს შემოვვლე). სწორი მუშაობა, ფეხბურთზე შეყვარებული და მცოდნე ხალხი სჭირდება ამ საქმეს და და თურმე ყველაფერი შესაძლებელია. მე ვიტ-ჯორჯიას გულშემატკივარი ვარ, მაგრამ როგორ შეიძლება ასეთი ამბები არ გაგიხარდეს ნებისმიერი ქართული გუნდის და ამ ბულინგს არ ჯობია რომ დავსხდეთ და ყველამ ერთად ვისიამოვნოთ კარგი ამბებით და კარგი ფეხბურთით. ძალიან გთხოვთ კომენტარი არ დამიბლოკოთ
იღბლიანი
23:11 11-06-2024
1
ღადაობენ ტორპედოს სატრანსფერო პოლიტიკაზე და თვითონ გუნდებში ვიღაც ჭე კლასი სანტისისნაირი ლეგიონერები ჰყავთ. იმიტო გარღვევენ ასტანები და კლაკსვიკები ყოველ შესარჩევზე. დღეს საქართველოში ორი გუნდია ვისზეც იმედს დაამყარებ, ტორპედო და გორის დილა.
რაბუ
19:59 11-06-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული