ესპანეთის ნაკრების განაპირა მცველს ალექს გრიმალდოს ჟურნალისტებმა "კვარას" განცხადების შესახებ ჰკითხეს.
"ლევერკუზენის" ფეხბურთელის თქმით, ხვიჩამ ეს იმის გამო თქვა, რომ პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ ეიფორიაში იყო.
"კვარაცხელია პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ ეიფორიაში იყო და ასეთი განცხადება ამიტომ გააკეთა. რა თქმა უნდა, ეს მისაღები და სრულიად გასაგებია. ჩვენს შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება და დარწმუნებული ვარ, რომ თუ მაქსიმალური კონცენტრაციით ვითამაშებთ,
ესპანეთი გერმანიაში ევროპის ჩემპიონატის მოსაგებად ჩამოვიდა, ჩვენი კი არავის სჯეროდა, რა ხდება ახლა? ყველა ტურნირის ფავორიტად გვთვლის", - განაცხადა გრიმალდომ.
შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება, შეხვედრა ხვალ, 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
გიორგი მიქაუტაძე: იტალიაში ხვიჩასთან ერთად? რატომაც არა
ლუჩანო სპალეტი: კვარაცხელია ტოპია და დიადი საქმეების გაკეთება შეუძლია
იულიან ნაგელსმანი: წარმოუდგენელია - საქართველოს ნაკრები სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება
ESP 1/1 GEO
MORATA/KITEISHVILI
PENALTIES:
2/3
მე ვარ საქართველო