ბათუმის "დინამო" "ლუდოგორეცთან" 1:3 დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამო“ გასვლაზე „ლუდოგორეცთან“ 1:3 დამარცხდა.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და პირველი ტაიმი ტეკპეტეის და რიკის გოლებით 2:0 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ აჭარული გუნდი ორჯერ გადაარჩინა მეკარე სილვამ. შესვენების შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ და კარგად გათამაშებული კომბინაციის და გომისის პასის შედეგად მამუჩაშვილმა ანგარიში შეამცირა, თუმცა მალე ვიტრიუმ საჯარიმოდან დალაშქრა ბათუმელთა კარი.

საპასუხო მატჩი 17 ივლისს „აჭარაბეთ არენაზე“ გაიმართება.

რაზგრადი. „ჰუვენფარმა არენა“
ლუდოგორეცი - დინამო (ბთ) 3:1
გოლები: 1:0 ტეკპეტეი (13), 2:0 რიკი (24), 2:1 მამუჩაშვილი (62), 3:1
ვიტრიუ (72)

დინამო (ბთ): სილვა, მალი, კობახიძე, ხარაბაძე, ვანდერსონი, სანტოსი, ჟან ვიქტორი (ტამბედუ 76), მამუჩაშვილი, ღუდუშაური, გომისი (ინჯგია 89), ბლესა (მარა 72)

მკითხველის კომენტარები / 38 /
და ეს არის საქართველოს ჩემპიონი გუნდი? არა გრცხვენიათ ასეთი თამაშის ჩვენება? ჩემი თვალით მაინც არ მენახა. ამათ ისევ ისლანდიელი არაპროფესიონალი ფეხბურთელები სჯობია, ოჯახს სხვა პროფესიებით რომ არჩენენ და ფეხბურთი მათთვის ჰობია!
სირცხვილი და თავის მოჭრა!
01:57 11-07-2024
5
აშკარად განოჩნდა რომ დიდი არაფერი გუნდი არ არის ამ ფორმაციის ლუდოგორეცი,უბრალოდ ბათუმის დინამოა ძალიან სუსტი
ქართველი
00:00 11-07-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული