ორი განსხვავებული ტაიმი - "ტორპედო" "ტირანასთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „ტორპედო“ საკუთარ მოედანზე „ტირანას" დაუზავდა - 1:1.

მასპინძლები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, სამი ნაღდი მომენტი ვერ გამოიყენეს და მაინც მოახერხეს დაწინაურება - ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს საკუთარ კარში ადგილი მიჩიმ მიუჩინა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ ტემპი დაეცა, თამაში ნაკლებად სანახაობრივი გახდა, ქუთაისურმა გუნდმა უკან დაიხია, ალბანელებმა კარგი შანსი ვერ გამოიყენეს. შემდეგ მომენტები „ტორპედომ“ შექმნა, მაგრამ პირესს გატანა მეკარე სელმანიმ არ დანება, გიგაურის შორიდან დარტყმული ბურთი კი მიზანს ოდნავ ასცდა. 87-ე
წუთზე  ჰაჯიუმ ანგარიში გაათანაბრა. მერე საჯარიმოში ქუთაისელთა თავდამსხმელი იონსენი მიჩისთან ბურთზე ბრძოლისას გაზონზე აღმოჩნდა, თუმცა მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. ბოლოს სტუმართა ფორვარდი ჟარმუნი "ტორპედოს" მეკარესთან პირისპირ გავიდა და კლიაიჩმა გადაგვარჩინა.

საპასუხო შეხვედრა 18 ივლისს ჩატარდება.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - ტირანა 1:1
გოლები: 1:0 მიჩი (20), 1:1 ჰაჯიუ (87)

ტორპედო: კლიაიჩი, ნადარაია, მჭედლიშვილი (ჟორჟინიო 64), შერგელაშვილი, აურო (ბიძინაშვილი 81), მონტეირო, ელიტონი, გიგაური, ნინკოვიჩი (მანჯგალაძე 94), პირესი, იონსენი

altკლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე

მკითხველის კომენტარები / 48 /
ამდენი გახმაურებული ყიდვების შემდეგ სამწუხარო რეალობაა ტორბედო გუნდი არ არის.
ჟორა
23:48 12-07-2024
0
ეს თამაში მართლა არ გავდა სუფთა თამაშს, არ მინდა დავიჯერო მაგრამ...
გია
18:27 12-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული