ორი განსხვავებული ტაიმი - "ტორპედო" "ტირანასთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „ტორპედო“ საკუთარ მოედანზე „ტირანას" დაუზავდა - 1:1.

მასპინძლები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, სამი ნაღდი მომენტი ვერ გამოიყენეს და მაინც მოახერხეს დაწინაურება - ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს საკუთარ კარში ადგილი მიჩიმ მიუჩინა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ ტემპი დაეცა, თამაში ნაკლებად სანახაობრივი გახდა, ქუთაისურმა გუნდმა უკან დაიხია, ალბანელებმა კარგი შანსი ვერ გამოიყენეს. შემდეგ მომენტები „ტორპედომ“ შექმნა, მაგრამ პირესს გატანა მეკარე სელმანიმ არ დანება, გიგაურის შორიდან დარტყმული ბურთი კი მიზანს ოდნავ ასცდა. 87-ე
წუთზე  ჰაჯიუმ ანგარიში გაათანაბრა. მერე საჯარიმოში ქუთაისელთა თავდამსხმელი იონსენი მიჩისთან ბურთზე ბრძოლისას გაზონზე აღმოჩნდა, თუმცა მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. ბოლოს სტუმართა ფორვარდი ჟარმუნი "ტორპედოს" მეკარესთან პირისპირ გავიდა და კლიაიჩმა გადაგვარჩინა.

საპასუხო შეხვედრა 18 ივლისს ჩატარდება.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - ტირანა 1:1
გოლები: 1:0 მიჩი (20), 1:1 ჰაჯიუ (87)

ტორპედო: კლიაიჩი, ნადარაია, მჭედლიშვილი (ჟორჟინიო 64), შერგელაშვილი, აურო (ბიძინაშვილი 81), მონტეირო, ელიტონი, გიგაური, ნინკოვიჩი (მანჯგალაძე 94), პირესი, იონსენი

altკლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე

მკითხველის კომენტარები / 48 /
ესე იცის წინასწარ ტრაბახმა, ტორპედოს ფანები ბათუმის ფანებს რო დაემსგავსნენ. ჯერ იყო და ბათუმის ფანებმა თავის სოფლის გუნდს ქართული ბაიერნი დაარქვეს, იძახდნენ ყველა ქართული ტიტული ყოველთვის ჩვენიაო და ეხლა სადაც არიან კი იცით. მერე ტორპედოს ფანებმა დაიწყეს იგივე, იანვარში იძახდნენ ივნისში უკვე ჩემპიონები ვართო და მერე რო ჩამოწერილი სახო დაიმატეს უკვე კონფერენსის ჯგუფში ვართო და ტორპედო ყველაზე კარგად ვითარდებაო.დ.დ. ვითარდება კი არა წინ პასები ისწავლეთ, და საერთოდ ფეხბურთის თამაში ისწავლეთ.დ.დ.
3
ხალხი მევიდა, იმედი გაჩნდა - ასე უსისხლოთ, უთავმოყვარეოდ და უგულოდ რავა უნდა ითამაშო არ ვიცი! ბიჯო გამიგია იბრძოლო მეინდ9მო წააგო, მარა ასე უილაჯოდ გაისარჯო საათნახევარი, თითქოს ვინმეს ხათრით იყო ან ნაძალადევად მოედანზე გამოგდებული ქართულ გუნდს თუ ნახავ
ვაკო
01:18 12-07-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული