"დინამოს" ჩვენზე 50-ჯერ მეტი ბიუჯეტი აქვს! ქართულ გიგანტს ვეთამაშეთ..." - რა თქვა "მონრარის" აღფრთოვანებულმა მწვრთნელმა ისტორიული გამარჯვების შემდეგ

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის "დინამო" გასვლაზე "მორნართან" 1:2 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი ადგილობრივ RTCG-სთან მონტენეგროული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზორან დურაშკოვიჩმა გააკეთა, რომელიც სიხარულსა და სიამაყეს ვერ მალავდა.

როგორი ამბავია, "მონრარი" თავისი 101-წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად გავიდა ევროტურნირებზე და სადებიუტო შეხვედრაში ეგრევე გამარჯვებას მიაღწია. 

"სადღაც მზადების შუაში ვართ, ვიცით, რომ ევროპული თამაშისთვის ბოლომდე მზად არ ვიყავით, მაგრამ მონტენეგროს ფეხბურთს სახე გავუბრწყინეთ - ქართულ გიგანტთან ვითამაშეთ!

ვიცოდით, რომ "დინამომ" თავისი ქვეყნის ჩემპიონატი 19-ჯერ, ხოლო თასი 12-ჯერ მოიგო. მათი
ბიუჯეტი 25 მილიონ ევროს შეადგენს, რაც 50-ჯერ მეტია ჩვენსაზე!

2:0 რომ დარჩენილიყო, განმეორებით მატჩამდე დიდი იმედით ვიქნებოდი, მაგრამ ანგარიშში მაინც წინ ვართ. კონცენტრაცია დავკარგეთ და დამატებით დროში გოლი გავუშვით.

ჩვენ ნამდვილ ფეხბურთს ვთამაშობდით, ისევე, როგორც გასულ სეზონში. ბედნიერი ვარ ამ სამოთხეში ყოფნით. უნდა ითქვას, რომ ფეხბურთს მონტენეგროშიც თამაშობენ!

განმეორებითი მატჩი? იმედი მაქვს, რომ მიდგომა მეორე თამაშშიც იგივე იქნება. დღევანდელ დაპირისპირებაში პირველ ტაიმში უკეთესები ვიყავით. თუ დღევანდელის მსგავსად ვითამაშებთ, გათამაშებიდან "დინამოს" გამოთიშვის შანსი გვექნება.

ფეხბურთი უცნაური თამაშია, გასულ სეზონში დიდი სასწაულები მოვახერხეთ, ვიცე-ჩემპიონები გავხდით. 25 მაისს კონფერენს ლიგაზე ასპარეზობის უფლება ოფიციალურად მოვიპოვეთ. უბრალოდ, უნდა ვისიამოვნოთ ამ მომენტით და არ ვინერვიულოთ იმაზე, თუ რა იქნება. მოხდეს ის, რაც მოსახდენია", - თქვა დურაშკოვიჩმა. 

ინფორმაციისთვის, თბილისში საპასუხო დაპირისპირება 18 ივლისს ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 22 /
უთავმოყვარეო გუნდი მთელი თავისი სტაფით. დინამოს ვგულისხმობ რა თქმა უნდა
Star lord
15:14 12-07-2024
1
ასეთ ნახევრადსამოყვარულო მორნართან თუ რაღაცაა არ უნდა წაეგო დინამოს.
თბილისში დარწმუნებული ვარ მოუგებენ კარგა ბლომად, მაგრამ მაინც ცუდია კიდევერთ ევროპულ მაჩანჩალას ისტორია რომ შევუქმენით.
აქამდე იყო პაიდე ესტონური, სადაც ფეხბურთს საერთოდ არ თამაშობენ, უფრო მანამდე ფარერების რაღაც ბანდა ..
ეეჰ. ვხედავ მეცხვარეეეეს, ჯოხით მხარზედააა..
გენა
11:00 12-07-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული