"დინამოს" ჩვენზე 50-ჯერ მეტი ბიუჯეტი აქვს! ქართულ გიგანტს ვეთამაშეთ..." - რა თქვა "მონრარის" აღფრთოვანებულმა მწვრთნელმა ისტორიული გამარჯვების შემდეგ

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის "დინამო" გასვლაზე "მორნართან" 1:2 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი ადგილობრივ RTCG-სთან მონტენეგროული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზორან დურაშკოვიჩმა გააკეთა, რომელიც სიხარულსა და სიამაყეს ვერ მალავდა.

როგორი ამბავია, "მონრარი" თავისი 101-წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად გავიდა ევროტურნირებზე და სადებიუტო შეხვედრაში ეგრევე გამარჯვებას მიაღწია. 

"სადღაც მზადების შუაში ვართ, ვიცით, რომ ევროპული თამაშისთვის ბოლომდე მზად არ ვიყავით, მაგრამ მონტენეგროს ფეხბურთს სახე გავუბრწყინეთ - ქართულ გიგანტთან ვითამაშეთ!

ვიცოდით, რომ "დინამომ" თავისი ქვეყნის ჩემპიონატი 19-ჯერ, ხოლო თასი 12-ჯერ მოიგო. მათი
ბიუჯეტი 25 მილიონ ევროს შეადგენს, რაც 50-ჯერ მეტია ჩვენსაზე!

2:0 რომ დარჩენილიყო, განმეორებით მატჩამდე დიდი იმედით ვიქნებოდი, მაგრამ ანგარიშში მაინც წინ ვართ. კონცენტრაცია დავკარგეთ და დამატებით დროში გოლი გავუშვით.

ჩვენ ნამდვილ ფეხბურთს ვთამაშობდით, ისევე, როგორც გასულ სეზონში. ბედნიერი ვარ ამ სამოთხეში ყოფნით. უნდა ითქვას, რომ ფეხბურთს მონტენეგროშიც თამაშობენ!

განმეორებითი მატჩი? იმედი მაქვს, რომ მიდგომა მეორე თამაშშიც იგივე იქნება. დღევანდელ დაპირისპირებაში პირველ ტაიმში უკეთესები ვიყავით. თუ დღევანდელის მსგავსად ვითამაშებთ, გათამაშებიდან "დინამოს" გამოთიშვის შანსი გვექნება.

ფეხბურთი უცნაური თამაშია, გასულ სეზონში დიდი სასწაულები მოვახერხეთ, ვიცე-ჩემპიონები გავხდით. 25 მაისს კონფერენს ლიგაზე ასპარეზობის უფლება ოფიციალურად მოვიპოვეთ. უბრალოდ, უნდა ვისიამოვნოთ ამ მომენტით და არ ვინერვიულოთ იმაზე, თუ რა იქნება. მოხდეს ის, რაც მოსახდენია", - თქვა დურაშკოვიჩმა. 

ინფორმაციისთვის, თბილისში საპასუხო დაპირისპირება 18 ივლისს ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 22 /
მონრო რო მოგიგებს ხმამაღლა შეგვიძლია რო ვთქვათ რო ჩამოშლილია დინამო გუნდს აღარ გავს დისციპლინა 0 ქომაგებსაც კარგავენ რა გჩირთ რა არის ბოლო ბოლო რით ვერ გაძეხით იყიდეთ ვინმე ნორმალური 200 მილიონი კლუბი გირს და ვიგაც გაურკვევწლი სასტავი ყოველთვის დინამოს თამაშებს უყურებ ძან დაბალ დონეზე თამაში მიდისს რაგაც ფეგბურტელები ვერ არიან ხოდზე ალბათ არუფასებს კლუბი ფეგბურტწლებს და მაგიტომაცა ხან ონროსტან და ხან რაგაც კონგოს სოფლის გუნდტან რო ვაგებტ
ქომაგი.....
09:50 15-07-2024
0
ერთი კარგი ამბავი მაინც გავიგეთ,ვიღაცაზე მეტი ბიუჯეტი გვქონია.
გურულო
07:03 13-07-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული