გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა - როგორ შეიცვალა ქართველი ფეხბურთელების ფასები ევრო 2024-ის შემდეგ?

AutoSharing Option
გერმანულმა ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტმა" ფეხბურთელების განახლებული ფასები გამოაქვეყნა.

განახლებული მონაცემების მიხედვით, საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა. "ჯვაროსნების" მეკარის სატრანსფერო ფასი ამჟამად 45 მილიონ ევროს შეადგენს.

"მეცის" ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი ევროპირველობის შემდეგ 5 მილიონი ევროთი გაიზარდა და 20 მილიონ ევროს შეადგენს. Geo Team-ის ინფორმაციით, "ლიონი" მისი ტრანსფერის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას სულ მალე გაავრცელებს.

"ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება არ შეცვლილა და კვლავ 80 მილიონ ევროს შეადგენს.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გაიზარდა "ლევანტეს" ნახევარმცველის,
გიორგი ქოჩორაშვილის სატრანსფერო ღირებულებაც. მარტის მონაცემებით, "ქოჩორას" სატრანსფერო ღირებულება 1 მილიონ ევროს შეადგენდა, განახლებული მონაცემების მიხედვით კი, მისი ფასი 2.50 მილიონი ევროა.

"უოტფორდის" ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასი მარტის შემდეგ უცვლელია და 2.50 მილიონ ევროს შეადგენს.

ასევე მარტის მონაცემების შემდეგ უცვლელია "შტურმის" ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილიც სატრანსფერო ღირებულებაც და კვლავ 5 მილიონ ევროს შეადგენს.

"აპოელის" მცველის, ლაშა დვალის სატრანსფერო ფასი 1.5 მილიონ ევრომდე გაიზარდა, "კრაკოვიას" კაპიტნის, ოთარ კაკაბაძის ფასი კი - 1 მილიონ ევრომდე.


მკითხველის კომენტარები / 7 /
რას გიხარიათ ეს ფასები არ ვიცი, ვერავინ ვერსად ვერ იყიდება და ფასი რად გინდათ? მიქაუტაძე გვექონა კაყიდული და ისიც ფაფუ.
ეეე
17:28 18-07-2024
12
აი,სიზმარში რომ სიზმარს ნახულობს კაცი დაახლოებით ისეა რა.. მსოფლიოში საუკეთესო მეკარე გვყავს.. მამარდა პიროვნულად არის გიგანტი, სხვანაირად ამის მიღწევა შეუძლებელია. სხვებს რაც შეეხება - ძალიან ძუნწად გვიფასებენ რატომღაც. კიტე, ჩაკვე და ქოჩორაც ნამდვილად გაცილებით მეტს იმსახურებენ.
ალექს
17:16 18-07-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული