სტუმრები დებიუტში იონსენმა დააწინაურა, რის შემდეგაც მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ, რამდენიმე მომენტი შექმნეს, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იყო მეკარე კლიაიჩი. მეორე ტაიმში „ტორპედომ“ თამაში გამოასწორა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბურთი დაიჭირა. ბოლოს ალბანური გუნდი შეტევაზე გადავიდა, დუბლის შესრულება კი იონსენს შეეძლო, რომელსაც კონტრიერიშისას მეკარე სელმანიმ არ გაატანინა და ქუთაისურმა კლუბმა 1:0 გაიმარჯვა.
"ტორპედო" მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსის "ომონიას" დაუპირისპირდება.
ელბასანი. „ელბასან არენა“
ტირანა - ტორპედო 0:1
გოლი: იონსენი (2)
ტორპედო: კლიაიჩი, ნადარაია, მჭედლიშვილი, სანდოხაძე, აურო (ბიძინაშვილი 61), მონტეირო, ელიტონი (შერგელაშვილი 72), გიგაური (მანჯგალაძე 86), ნინკოვიჩი, პირესი, იონსენი
ორი განსხვავებული ტაიმი - "ტორპედო" "ტირანასთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]