"ტორპედოს" შეხვედრაში ერთი კარი სტანდარტულზე პატარა იყო? - დელეგატმა მატჩს ჩავშლიო, თუმცა ბიჭებმა ვითამაშებთო!..

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" ორრაუნდიან დაპირისპირებაში ალბანურ "ტირანას" აჯობა და კონფერენს ლიგის მომდევნო ეტაპზე კვიპროსულ "ომონიას" შეხვდება. ქუთაისური კლუბის პრესსამსახურის უფროსის, ედო ბადალაშვილის თქმით, ჩვენი გუნდი შეხვედრისთვის საშინელ პირობებში ემზადებოდა:

"გუშინ დილით ჩამოვედით. გუნდს უნდა ევარჯიშა, მაგრამ მასპინძელმა კლუბმა არ დაგვახვედრა სათანადო სავარჯიშო მინდორი. გუნდს არ უვარჯიშია მატჩამდე. არ ჩატარდა წინასამატჩო პრესკონფერენცია.

გასახდელში საშინელი სიცხე, არანაირი არაფერი.

დღეს მატჩამდე ორივე კარი გავზომეთ ჩვენით, რადგან ყველაფერს ველოდით ამათგან - აღმოჩნდა, რომ არც ისე ტყუილად. ერთ-ერთი კარი სტანდარტულზე პატარა იყო. დელეგატმა თუ გენდომებათ, მატჩს
ჩავშლითო… ბიჭებმა ერთმანეთში ისაუბრეს და არა, ვითამაშებთ ყველაფრის მიუხედავადო..."

დაველოდოთ, უეფა რა სანქციებს მიმართავს!..

alt"ტორპედომ სტუმრად "ტირანას" მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩვენ რა ალიავი ერიც ვართ კი ვიცით და ეს ალბანელები ჩვენზე უარესები.
ტირანა რომ ნახოთ გული გაგისკდებათ. ნაომარს გავს. მოუვლელი, აჩხაბაჩხა სახლებით.
ჩვენი ქალაქები მაგასთან პარიზია
გენა
08:36 19-07-2024
0
და მერე რა კარები რომ მილიმეტრებში განსხვავდება ? ერთ ტაიმს თამაშობდნენ მარტო თუ არ ცვლიდნენ კარებებს ? რომ ვერ ივარჯიშა გუნდმა ეს პრობლემაა კი და ამაზე უნდს მოეთხოვოს პასუხი და სიცხე რომ იყო გასახდელში ეს მიზეზი კიდე რაღაცა ინტრიგნობას გავს კაით რა ...
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული