კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები გაირკვა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები გაირკვა.

ქუთაისის "ტორპედოსა" და კვიპროსულ "ომონიას" შორის უკეთესი "სუმგაითსა" (აზერბაიჯანი) და "ფეჰერვარს"(უნგრეთი) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ბათუმის "დინამოსა" და მონტენეგროს "დეჩიჩის" დაპირისპირებაში გამარჯვებული "ჰელსინკს" (ფინეთი) შეხვდება.

თუ "იბერია" ალბანური "პარტიზანის" ბარიერის დაძლევს, მაშინ მისი მეტოქე შემდეგ წრეში "ბაშაქშერისა" (თურქეთი) და "ლა ფიორიტა 1967"-ს (სან-მარინო) შორის გამარჯვებული იქნება.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ნუ ამოსულია ყელში დეჩიჩს მოვუგებთ თუ არა,ომონია გამოგვაგდებს თუ არა.აღარ გვაქვს არც სირცხვილი არც თავმოყვარეობა.ათობით წლრბია გასული და ახლა ჩვენ იმაზე უნდა ვმსჯელობდეთ სიტის ძირითადში მოვუგებთ თუ დამატებითში,ბაიერნთან ცოტა გაგვიჭირდება თუ არა,არსენალთან არ უნდა წაგვეგო და ა.შ...
გოჩა
22:18 22-07-2024
1
სულ არ ვგულშემატკივრობ საკლუბო ფეხბურთს და შესაბამისად რომელიმე ჯგუფში გავა თუ არა არ მადარდებს.
ყაზახები და აზერები რამდენჯერ იყვნენ ჯგუფში,მაგრამ მაგით რა-ფეხბურთის თამაში ისწავლეს თუ წინ წაიწიეს რამენაირად?
აგერ პარკაძე მიჯდება ბაიერნში +2-3 ბიჭი აიწევს კიდე და სულ არ უნდა ვიღაც უცხოელებზე ფულის ტენა წიხლებით
Levani
22:15 22-07-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული