22:55 24-07-2024
კატასტროფა - ბათუმის "დინამო" სახლში "დეჩიჩთან" 0:2 დამარცხდა... [VIDEO]
AutoSharing Option
მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, პირველ ტაიმში ბევრს უტევდნენ, მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ გომისმა გატანა ვერ შეძლო. მეორე ტაიმში აჭარული გუნდის იერიშები გაგრძელდა, ვიქტორის თავური მიზანს ასცდა, სტუმრებმა კი პირველივე შანსები გამოიყენეს - ჯერ შეცვლაზე შესულმა კამაიმ თავით დალაშქრა სილვას კარი, შემდეგ კი სტრიკოვიჩმა. კომპენსირებულ დროში ტამბედუს დარტყმული ბურთი მეკარე ნიკიჩმა მოიგერია და ბათუმის "დინამომ" მარცხი განიცადა.
საპასუხო შეხვედრა 30 ივლისს გაიმართება.
ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - დეჩიჩი 0:2
გოლები: 0:1 კამაი (62), 0:2 სტრიკოვიჩი (67)
დინმო (ბთ): რ. სილვა, ჩიტეიშვილი (მალი 76), კობახიძე, ხარაბაძე, ვ. სილვა, სანტოსი, ვიქტორი, მამუჩაშვილი, გომისი, ღუდუშაური (ტამბედუ 66), ბლესა (მუჯირი 76)
მკითხველის კომენტარები / 51 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
გველესიანი რას ამბობს? ამათ რატომ გამოსდით თამაში ნაკლებადო? სქესზე თუა დამოკიდებული? რა ხდება, რა ამბავია? :დდდდდდდდდდდდდდდდდდდდ
3
6
ბიჭო რა არ მესმის იცით? ლეგიონერი რომ ჩამოგყავს ისეთი რომელმაც სხვაგან წარმატებას ვერ მიაღწია რატო ფიქრობ რომ ეს წარუმატებელი ფეხბურთელი შენ გამოგადგება.მწვრთნელებზეც იგივეს თქმა შეიძლება ყარაულის თოფივით რაღაც გაუვარდებათ და მორჩა ტოპ მწვრთნელია
7
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
![](/images/new_photo/rss/ipn_rss_big.jpg)
![](/images/new_photo/rss/palitra_logo.png)
![](/images/new_photo/rss/rss_hotsale_logo.png)
სიახლეები
პოპულარული