სტივ კინი: ჩვენი მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლაა

AutoSharing Option
დღეს, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, "ტორპედო" კვიპროსში "ომონიას" დაუპირისპირდება. მომავალი შეხვედრის წინ კომენტარი ქუთაისური გუნდის მწვრთნელმა სტივ კინმა გააკეთა:

"პირველ რიგში, მადლობა “ომონიას” კარგი დახვედრისთვის. საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავს და ვიცით, რომ წინ რთული მატჩი გველის. როგორც ყოველთვის, ჩვენს მეტოქეს ვაფასებთ და დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი მიზანი გვაქვს და ეს შემდეგ ეტაპზე გასვლაა.

სამწუხაროდ, აურო ჟუნიორის სახით დიდი დანაკლისი გვაქვს, მაგრამ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ამ დანაკლისის შევსებას შეძლებენ. მათი მჯერა".

მკითხველის კომენტარები / 9 /
წარმატება ტორპედოს და სტივს. საწყენია რომ გიორგი არაბიძე არ ითამაშებს, სხვა პეწი ჰქინდა ტორპედოს მასთან ერთად; რას რას იზამ ასეთი არჩევანი თვითონ გააკეთა.
გიორგი
16:52 25-07-2024
0
იმედია ტორპედო არ გაიმეორებს წინა 2 მატჩის შეცდომებს და მხოლოდ პირველ ტაიმს არ გააგორებს ბურთს...
bebe
16:30 25-07-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული