სტივ კინი: ჩვენი მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლაა

AutoSharing Option
დღეს, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, "ტორპედო" კვიპროსში "ომონიას" დაუპირისპირდება. მომავალი შეხვედრის წინ კომენტარი ქუთაისური გუნდის მწვრთნელმა სტივ კინმა გააკეთა:

"პირველ რიგში, მადლობა “ომონიას” კარგი დახვედრისთვის. საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავს და ვიცით, რომ წინ რთული მატჩი გველის. როგორც ყოველთვის, ჩვენს მეტოქეს ვაფასებთ და დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი მიზანი გვაქვს და ეს შემდეგ ეტაპზე გასვლაა.

სამწუხაროდ, აურო ჟუნიორის სახით დიდი დანაკლისი გვაქვს, მაგრამ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ამ დანაკლისის შევსებას შეძლებენ. მათი მჯერა".

მკითხველის კომენტარები / 9 /
საშინელ ფორმაშია ომონია... უნდა გავიაროთ.
ქუთაისი
02:42 25-07-2024
1
სულ ბოლო დონის გუნდი რო იყოს მოწინაღმდეგეე ჩვენებთან ვინც არ უნდა ჩამოიყვანო იმდენად არის ქართული საკლუბო ფეხბურთი დაწყევლილი შეისწავლეს ყველამ აგერ ანდორას გუნდმა გუშინ აეკს 3 გოლი გაუტანაა ჩვენ ვართ ყველაზე ბოლოო გუნდები ძალიან დაბალი დონის კლუბები გვყავს არა პროფესიონალები არიან და უსირცხვილოები არიან....კობიაშვილო რაღაც გაკეთე გამოიძიე მაინც დინამოების თამაშები გჯერა შენ რო არცერთმა არ იყომარაა?!
სიმართლე
10:27 25-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული