არშავინს საქართველოსა და რუსეთის ლეგენდების მატჩის გამართვა უნდა და შეხვედრის ჩატარების ვარიანტად თბილისს განიხილავს - "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის ამ ინიციატივას დემეტრაძემ და კავაზაშვილმა უპასუხეს

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა ფეხბურთელმა ანდრეი არშავინმა ადგილობრივ TASS-თან საუბარში წამოაყენა იდეა, რომ საქართველოსა და რუსეთის ლეგენდების მატჩი გაიმართოს.

7 ივლისს მინსკში, ლეგენდების შეხვედრების ეგიდით, რუსებმა ბელარუსთან 1:1 ითამაშეს, პენალტებში კი 5:4 იმარჯვეს. ახლა არშავინს უნდა, რომ მისმა ქვეყანამ საქართველოსთან, ყაზახეთთან და უზბეკეთთანაც ითამაშოს. 

"ბელარუსის შემდეგ საქართველოსთან, უზბეკეთთან და ყაზახეთთან ლეგენდების მატჩები უნდა გავმართოთ. ასეთი შეხვედრები აერთიანებს ერებს, ინარჩუნებს ჩვენს საერთო ისტორიას. შეგიძლიათ გაუთავებელი სამიტები და კონფერენციები გამართოთ, მაგრამ ფეხბურთი ნამდვილად აერთიანებს ხალხს.

მაგალითად, თბილისში რეტრო-მატჩმა შესაძლოა, სტადიონი გაავსოს. საქართველოში ფეხბურთელების დონე
ყოველთვის კარგი იყო. თუ მოედანზე არველაძეს, ასათიანს, დემეტრაძეს, აშვეთიას, კობიაშვილსა და ქინქლაძეს ვიხილავთ, ეს ლეგენდების ლიგისთვის ძალიან კარგი განაცხადი გახდება", - თქვა არშავინმა. 

რუსული "სპორტ-ექსპრესი" "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის ამ განცხადების შემდეგ აზრს ვეტერან ქართველ თავდამსხმელ გიორგი დემეტრაძეს დაეკითხა.

"პოლიტიკა ასე თუ ისე ახდენს გავლენას თანამედროვე საქართველოში ბევრ მოვლენაზე. თუ ჩვენ ჩავატარებთ რეტრო-მატჩს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მონაწილეობით, არ გამოვრიცხავ, რომ საზოგადოება ორ ნაწილად გაიყოს. ზოგი წინააღმდეგი იქნება, ზოგი - პირიქით.

როგორია ჩემი აზრი? - მიმაჩნია, რომ სპორტი და კულტურული ღონისძიებები საქართველოსთვის სასარგებლოა. ასეთ მატჩში მონაწილეობას სიამოვნებით მივიღებ. უკეთესი იქნება, თუ ეს შეხვედრა ამა წლის ოქტომბრის შემდეგ ჩატარდება, როდესაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დასრულდება", - თქვა დემეტრაძემ. 

არშავინის ინიციატივას აღფრთოვანებით შეხვდა მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი მეკარე ანზორ კავაზაშვილი, რომელმაც "სპორტ-ექსპრესთან" საუბარში სურვილიც გამოთქვა, რომ თუ ეს დაპირისპირება მართლაც შედგა, მწვრთნელის ფუნქციას შეასრულებს.

"ვფიქრობ, ახლა ზუსტად საუკეთესო დროა, რათა საქართველოსა და რუსეთის საფეხბურთო ლეგენდების მატჩი შედგეს.

გარდა ამისა, ყველა ქართველს ფეხბურთი ახლა ისე უყვარს, როგორც არასდროს, რადგან ეროვნულმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავად ითამაშა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველი ფეხბურთელების დიდმა ნაწილმა თამაში და კარიერა სწორედ რუსეთში დაიწყო. ამიტომ, თუ ეს მატჩი გაიმართება, სიამოვნებით მივიღებ მასში მონაწილეობას და შემიძლია, მწვრთნელიც ვიყო. შემიძლია რუსეთის საფეხბურთო კავშირს ამ შეხვედრის ორგანიზებაში დავეხმარო", - თქვა კავაზაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 143 /
რისთვისაც ებრაელებს 40 წელი დაჭირდათ, ამათ 400 არ ეყოფად !!!
მოქალაქე
20:20 25-07-2024
1
გეშლება, მაშინაც უჭირდათ ქუჩის ბიჭებს, არც მამებს ქონდათ საღადაოდ საქმე, თითქმის ყველა პახაობდა და მაგიტომ. კი ბატონო, იყო თბილი ურთიერთობები, მაგრამ იმდენი არასოდეს გქონდა რამდენიც ქონდა შენს კოლეგას იგივე ამერიკაში მაგალითად. იმიტომაც არ გიშვებდნენ სამოგზაუროდ იმ ქვეყნებში რომ არ გცოდნოდა როგორ უკეთესად შეიძლება გეცხოვრა სინამდვილეში. ნაცრისფერი მასა იყავი, ბრბო, და ამ დროს შენ შენი თავი გემის კაპიტანი გეგონა. ვიცხოვრე იმ პერიოდში და ვიცი რასაც ვლაპარაკობ. შენი ნაქები ქუჩის ბიჭობაც სტალინის დროს მოიგონეს საწყალი პატიმრების იოლად სამართავად. ქუჩაში დგომა რომ ქვეყნის წინსვლას შველოდეს, სომალი აყვავებული იქნებოდა. თუ მილიარდიან ჩინეთში მიაღწიეს ეკონომიურ აღმავლობას ქუჩაში დგომით? არა ბატონო, ერთ-ერთი პახარი ერია მთელ მსოფლიოში. ამას ემატება სწორი საგანმანათლებლო სისტემა და მუდმივი რეფორმები, ძიება ახლისა. მხოლოდ განათლება გვიშველის. სხვა შანსი უბრალოდ არ გვაქვს.
ყარაჩოღელ-ს
20:20 25-07-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული