კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, გასვლაზე "ომონიასთან" 1:3 დამარცხების შემდეგ, კომენტარი "ტორპედოს" მწვრთნელმა სტივ კინმა გააკეთა.
"მძიმე პირველი ტაიმი გამოვიდა, მაგრამ შესვენებაზე სწორი დასკვნები გამოვიტანეთ და მეორე ნახევარი სულ სხვანაირად დავიწყეთ. სამწუხაროდ, მეორე გოლი ყველაზე არასასურველ მომენტში გავუშვით…
დღეს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მამადუ სახომ ითამაშა. მნიშვნელოვანი იყო ის წუთები, რომლებიც მან მოედანზე გაატარა. ვარჯიშებზე ყოველდღე მეტად უმატებს და სასურველ სათამაშო ფორმას მალე მიუახლოვდება.
არ ვიცი, რა უნდა ვთქვა იმაზე, რაც ტრიბუნებიდან ჩვენი გოლის შემდეგ ხდებოდა. ასეთ დროს თამაში
… თუმცა დღეს არაფერი დასრულებულა. ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა და ვიცით ისიც, რომ ქუთაისში ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია. მათი მხარდაჭერის იმედი მაქვს. მინდა ვუთხრა, რომ აუცილებლად სჯეროდეთ ამ გუნდის. შევხვდებით ერთ კვირაში, ქუთაისში. მადლობა", - ციტირებს კინს ქუთაისური კლუბის პრესსამსახური.