სტივ კინი: ასეთ პირობებში თამაში შეუძლებელია - შევხვდებით ერთ კვირაში, ქუთაისში

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, გასვლაზე "ომონიასთან" 1:3 დამარცხების შემდეგ, კომენტარი "ტორპედოს" მწვრთნელმა სტივ კინმა გააკეთა.

"მძიმე პირველი ტაიმი გამოვიდა, მაგრამ შესვენებაზე სწორი დასკვნები გამოვიტანეთ და მეორე ნახევარი სულ სხვანაირად დავიწყეთ. სამწუხაროდ, მეორე გოლი ყველაზე არასასურველ მომენტში გავუშვით…

დღეს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მამადუ სახომ ითამაშა. მნიშვნელოვანი იყო ის წუთები, რომლებიც მან მოედანზე გაატარა. ვარჯიშებზე ყოველდღე მეტად უმატებს და სასურველ სათამაშო ფორმას მალე მიუახლოვდება.

არ ვიცი, რა უნდა ვთქვა იმაზე, რაც ტრიბუნებიდან ჩვენი გოლის შემდეგ ხდებოდა. ასეთ დროს თამაში
შეუძლებელია, მაგრამ მსაჯმა მატჩი გააგრძელა და მეორე გოლი მალევე მივიღეთ.

… თუმცა დღეს არაფერი დასრულებულა. ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა და ვიცით ისიც, რომ ქუთაისში ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია. მათი მხარდაჭერის იმედი მაქვს. მინდა ვუთხრა, რომ აუცილებლად სჯეროდეთ ამ გუნდის. შევხვდებით ერთ კვირაში, ქუთაისში. მადლობა", - ციტირებს კინს ქუთაისური კლუბის პრესსამსახური.

მკითხველის კომენტარები / 16 /
სტივ დაცვას მიხედე დაცვას , დირკაა იმენა
bejo
23:59 25-07-2024
1
სახელმწიფო მოთხოვე რომელიმე კაზინოს ან ტოტალიზატორს დაფინანსოს რომელიმე კლუბი რომელიც დიდი მიზნებიათვის იბრძოლებს.. ესე განვითარდება ფეხბურთი საქართვრლოში მაინც არ კრძალავთ და ის 1 მილიარდი რაც ღარიბაშვილმა გაუძვირა კაზინოებს ფეხბურთს მაინც მოახმარეთ 10 მილიარდი სახელმწიფოში სათამაშო ბიზნესიდან ძალიან დიდიი თანხაა 1 მილიარდი რომელიმე კაი ქართულ გუნდს ყელში ამოუვა 20 წლიანი ბიზნეს გეგმით დაფიქრდი კობახიძე ეს შენზეა დამოკიდებული ფეხბურთი გიყვართ!
ჰოი საოცრებავ
13:22 26-07-2024
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული