კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „ტორპედო“ გასვლაზე „ომონიასთან“ 1:3 დამარცხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ქუთაისური კლუბის პრესსამსახურთან კომენტარი გოლის ავტორმა მომო იანსანემ გააკეთა:
"სადებიუტო მატჩში გოლი სასიხარულოა, თუმცა, ცხადია, შედეგით ბედნიერი ვერ ვიქნები. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ფეხბურთში არ უნდა ხდებოდეს ის, რაც ჩემი გატანილი გოლის შემდეგ ხდებოდა: გულშემატკივრის მხრიდან მსგავსი ქმედება ფეხბურთს არ უხდება. ასეთ პირობებში ფეხბურთის თამაში წარმოუდგენელია.
დღეს დავმარცხდით, მაგრამ წინ მეორე მატჩია. დარწმუნებული ვარ, ქუთაისში სავსე ტრიბუნების ფონზე განსხვავებული თამაში იქნება. ჩვენ შემდეგ ეტაპზე გასვლა