ფრე მონტენეგროში - ბათუმის "დინამო" კონფერენს ლიგიდან გამოვარდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ბათუმის „დინამო“ გასვლაზე „დეჩიჩს“ დაუზავდა - 0:0 (სახლში 0:2 დამარცხდა) და გათამაშებას გამოეთიშა.

იმის გამო, რომ მასპინძელთა გუნდის არენა „ტუშკო პოლე“ უეფას მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, შეხვედრა დედაქალაქის ცენტრალურ სტადიონზე უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ მოედნის გაზონი საშინელ მდგომარეობაში იყო და ამიტომ დაპირისპირება ძველ აეროპორტთან, ფეხბურთის ფედერაციის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა, რომლის 1 500-იანი ტრიბუნა ბოლომდე არ შეივსო.

აჭარული გუნდი ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, პირველი შანსი კი მასპინძლებს მიეცათ - 38-ე წუთზე შორიდან სეკულოვიჩის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.
შესვენების შემდეგ ბათუმელთა შეტევები მარჯვენა ფლანგიდან ღუდუშაურმა გაამწვავა. მსაჯმა მისი და ვ. სანტოსის მონტენეგროელთა საჯარიმოში წაქცევისთვის პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. მერე ხარაბაძემ ბურთი ძელს გაარტყა და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

პოდგორიცა. „FSCG სტარი აეროდრომ
დეჩიჩი - დინამო (ბთ) 0:0

დინამო (ბთ): რ. სილვა, მალი, კობახიძე, ხარაბაძე, ვ.სილვა, სანტოსი (ფაჩულია 88), ვიქტორი (მარა 56), მამუჩაშვილი, ღუდუშაური, გომისი (ტამბედუ 65), ბლესა

მკითხველის კომენტარები / 64 /
რეალს,სითის,ბარსელონას და დეჩიჩს ბათუმის "დინამო" ჯერჯერობით ვერ მოუგებს.
0
ჯამბული, ჯუმბერი, ჯემალი...
გენა
15:48 31-07-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული