"დინამოს" სტადიონი ამორტიზებულია" - ირაკლი კობახიძემ დაასახელა მიზეზი, რის გამოც ეროვნული ნაკრების მატჩები ბათუმსა და "მიხეილ მესხზე" გაიმართება

AutoSharing Option
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ვაზიანში ახალი სტადიონის პროექტზე ისაუბრა.

მთავრობის მეთაურმა იმის შესახებაც თქვა, რომ "დინამოს" სტადიონი ამორტიზებულია და სავარაუდოდ, სწორედ ესაა მიზეზი, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩები ბათუმში, "აჭარაბეთ არენაზე" და "მიხეილ მესხზე" გაიმართება.

"ახალი სტადიონის პროექტი გვაქვს დაანონსებული. "დინამოს" სტადიონი, ჩვენი ქვეყნის მთავარი სტადიონი, არის ამორტიზებული, მდგრადობის პრობლემები შეიძლება შეიქმნას. აქედან გამომდინარე, გვჭირდება ამ მიმართულებით ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მკითხველის კომენტარები / 81 /
მინდოდა ირონიით დამეწერა ვაზიანში არა იქ ააშენეთთქო მაგრამ სტადიონისთვის ვაზიანზე უარესი ადგილი ვერ მოვიფიქრე. ვაზიანში აშენებული სტადიონი განწირული ბუნებრივი კვდომისთვის თუნდაც იმის გამო რომ ვერანაირ კომერციულ ინფრასტრუქტურას ვერ მიაბავ რაც თანამედრო სტადიონისთვის მნიშვნელოვნია. არანაირი ტერიტორიული ხელმისაწვდომობა, ყველაფერ თავი რომ დაანებო მეტროც კი არ უდგება დღეს გულშემატკივრის უდიდესი ნაწილი მეტროთი მიდის თამაშზე. ამ ყველაფერს თავი რომ დაანებო უმთავრესი პრობლემა ტემპერატურაა თბილისზე რამოდენიმე გრადუსით მეტი, დღის თამაშები ფაქტიურად გამორიცხული
ლაშა
23:56 31-07-2024
1
ქალაქის ცენტრში ტერიტორიის დათრევის, მერე იქ კორპუსების აშენების უფლების ახლობლებისათვის გადაცემის და იქიდან ატკატების აღების სუნი ტრიალებს...
არტ
23:49 31-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული