გასვლაზე 1:3 წაგების შემდეგ „ტორპედომ“ სახლში თავიდანვე შეუტია, ორი მომენტი ვერ გამოიყენა, რასაც მეტოქის იერიშები მოჰყვა. მეკარე კლიაიჩმა ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, შემდეგ კი სტემპინსკიმ გაუტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში იანსანემ ლამაზი კომბინაცია გოლით დააგვირგვინა. 81-ე წუთზე სანდოხაძესთან შეჯახების შედეგად კვიპროსული გუნდის თავდამსხმელი კაკულისი საჯარიმოში წაიქცა, სემედომ პენალტი გამოიყენა და ყველაფერი დასრულდა.
ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - ომონია 1:2
გოლები: 0:1 სტემპინსკი (25), 1:1 იანსანე (47), 1:2 სემედო (81, პენ)
ტორპედო: კლიაიჩი, ნადარაია, ვარლეი, სანდოხაძე, სახო, იანსანე, ელიტონი, გიგაური (ჟორჟინიო 71), შერგელაშვილი (ფაცაცია 71), პირესი, იონსენი
"არაფერი დასრულებულა - ჩვენ მზად ვართ" - კინმა და სახომ "ომონიასთან" მატჩის წინ კომენტარები გააკეთეს
ვისაც თამაში მიჰყავდა, ისინი გაუშვეს გუნდიდან, არაბიძე-ბუღრაძე-გიგაურს მიყავდათ თამაში. ის ორი გაუშვეს, გიგაური ფორმაში აღარაა და ეს ბანძი ლეგიონერები არც თავს იკლავენ და არც დიდი გამორჩეული უნარები აქვთ. ტორპედო დღეს შეტევაში თამაშობს ფაქტიურად მხოლოდ ჩაწოდებებით და არანაირი კრეატივი, მოტყუება საჯარიმოში არავის აღარ შეუძლია.