"ტორპედო" "ომონიასთან" ისევ დამარცხდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „ტორპედო“ საკუთარ მოედანზე „ომონიასთან“ 1:2 დამარცხდა.

გასვლაზე 1:3 წაგების შემდეგ „ტორპედომ“ სახლში თავიდანვე შეუტია, ორი მომენტი ვერ გამოიყენა, რასაც მეტოქის იერიშები მოჰყვა. მეკარე კლიაიჩმა ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, შემდეგ კი სტემპინსკიმ გაუტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში იანსანემ ლამაზი კომბინაცია გოლით დააგვირგვინა. 81-ე წუთზე სანდოხაძესთან შეჯახების შედეგად კვიპროსული გუნდის თავდამსხმელი კაკულისი საჯარიმოში წაიქცა, სემედომ პენალტი გამოიყენა და ყველაფერი დასრულდა.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - ომონია 1:2
გოლები: 0:1 სტემპინსკი (25), 1:1 იანსანე (47), 1:2 სემედო
(81, პენ)

ტორპედო: კლიაიჩი, ნადარაია, ვარლეი, სანდოხაძე, სახო, იანსანე, ელიტონი, გიგაური (ჟორჟინიო 71), შერგელაშვილი (ფაცაცია 71), პირესი, იონსენი

alt"არაფერი დასრულებულა - ჩვენ მზად ვართ" - კინმა და სახომ "ომონიასთან" მატჩის წინ კომენტარები გააკეთეს

მკითხველის კომენტარები / 36 /
სამწუხაროდ ტორპედოში ყველაზე სუსტი ქართველები არიან.თუ რამის მიღწევა უნდათ მომავალ ევრო ტურნირებზე,მაშინ ყველა ქართველი მცველი გასაშვებია გუნდიდან
ქართველი
23:07 01-08-2024
2
საკლუბო ფეხბურთი ფსკერზეა
irakli
23:06 01-08-2024
1

სიახლეები პოპულარული