პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, "როსონერის" რიგებიდან განსაკუთრებით რიკარდო კაკა აქტიურობდა და ორი კარგი მომენტიც ჰქონდა, თუმცა ორივე შემთხვევაში მიზანმა უმტყუნა. მოწოდების სიმაღლეზე იყო დიდაც, ბრაზილიელმა მეკარემ საჯარიმოს გარედან სანდრო კობახიძის დარტყმული მოიგერია.
38-ე წუთზე გიორგი დემეტრაძემ ალექსანდრე იაშვილის იდეალური პასით ისარგებლა, მეტოქე ეფექტურად ჩამოიშორა და შეხვედრაში ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმში
საბოლოდ, ზეედორფმა კაკას პასით გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა. მატჩი 75-ე წუთზე დასრულდა და პენალტები დაინიშნა, სადაც საქართველოს ნაკრები 1:3 დამარცხდა.