სამომავლო ოცნებები, რჩევა შვილს და რონალდოს წინააღმდეგ თამაშის ემოციები..." - ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ FIFA-ს ოფიციალურ გვერდთან

AutoSharing Option
"ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ "ფიფას" ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში მამობაზე, ევრო 2024-ზე მონაწილეობასა და სხვა თემებზე ისაუბრა.

- ხვიჩა, თქვენ ახლახანს მამა გახდით, პირველი შვილი შეგეძინათ, როგორი ემოციაა?
- "ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. უცბად დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა დამეუფლა. იცით, ახლა ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ, ყოველი დღე უფრო ბედნიერია. იმედი მაქვს, ამ გრძნობის განცდის საშუალება საკუთარ ცხოვრებაში ყველა ადამიანს ექნება".

- "ბოლონიასთან" გატანილი გოლი თქვენს ვაჟს მიუძღვენით, მამობამ როგორც ფეხბურთელი შეგცვალათ?
- "უფრო მეტად მოტივირებულად ვგრძნობ თავს. უფრო მეტ მუშაობას იწყებ, რადგან იცის,
რომ ყველაფერი, რასაც აკეთებ, შენი შვილისთვისაა. ვიცი, როცა გაიზრდება, ამ ყველაფერს ნახავს და ეს მაბედნიერებს, ამ ემოციის სიტყვებით გადმოცემა რთულია. ეს ემოციები უფრო ძლიერს მხდის. ვცდილობ, მათ თავი მოედანზე მოვუყარო და ამიტომაც ვუძღვნი გატანილ გოლებს ჩემს შვილს, რომ როცა გაიზრდება, ნახოს. იმედი მაქვს, რომ ისიც ფეხბურთელი იქნება…"

- რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ეცდებით, რომ თქვენს შვილს ასწავლოთ?
- "უპირველეს ყოვლისა, მინდა ვასწავლო, რომ იყოს ძლიერი. ცხოვრება სავსეა გაჭირვებით და სირთულეებით, თუმცა ყოველთვის უნდა იპოვო გზა, მათ გადასალახად და როდესაც დაეცემით, წამოდგეთ. მსურს, რომ ჩემმა ვაჟმა ყველა დაბრკოლება გადალახოს და არცერთ გამოწვევას არ შეუშინდეს. კონკრეტული რჩევა მისთვის ჯერჯერობით არ მაქვს. სანამ ამ ყველაფერს მივაღწევდი, ურთულესი გზა გავიარე, მაგრამ თითოეულ გამოწვევას გავუმკლავდი და დღეს ბედნიერი ვარ".

- როგორი იყავით ბავშვობაში? რას გვეტყვით პატარა ხვიჩა კვარაცხელიას ოცნებებზე?
- "ყოველთვის ვოცნებობდი, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი. როდესაც საქართველოს ნაკრების თამაშის საყურებლად წავედი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ რომ ერთ დღეს მოედანზე ჩემი ქვეყნის სახელით გავიდოდი. ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი ოცნება აიხდინა, იგი დღეს პროფესიონალი ფეხბურთელია და საქართველოს ნაკრებში თამაშობს".

- რას ნიშნავს წარმოადგენდე საქართველოს ნაკრებს?
- "მინდა, რაღაც განსაკუთრებული გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის. მჯერა, რომ რასაც ახლა ვაკეთებ ეს საქართველოს ეხმარება და პირიქით, საქართველო მეხმარება მე. უზომოდ ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში დავიბადე და ამ ისტორიული ქვეყნის შვილი ვარ. მე ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემმა ქვეყანამ ჩემით იამაყოს".

- ევრო 2024-ზე კრიშტიანო რონალდოს პორტუგალიის ნაკრების კარში გოლის გატანა მოახერხე. რამდენად გასაოცარი იყო მის წინააღმდეგ თამაში?
- "ევროზე პორტუგალიასთან მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იყო. მე ვთამაშობდი იმ მოთამაშის წინააღმდეგ, რომელსაც ბავშვობიდან გავყევი და კერპად ვაფასებდი. თამაშის დაწყებამდე საკუთარ თავს ვუთხარი "ეს ჩემი მომენტია" და ვიცოდი, რომ ეს მოედანზე უნდა მეჩვენებინა. შენი კერპის წინააღმდეგ თამაში დიდი მოტივაციაა. წარმოუდგენელი იყო. ჩემთან მოვიდა და წარმატებები მისურვა. მთვარეზე ვიყავი და კიდევ უფრო დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველო გაიმარჯვებდა. იმ საღამოს ყველაფერი გავეცი და ჩემს გუნდს ისტორიული შედეგის მიღწევაში დავეხმარე".

- გოლის გატანის, საგოლე გადაცემების, დრიბლინგისა და დაცვაში თამაშის გარდა, რომელი სათამაშო ასპექტის გაუმჯობესება გსურს?
- "ასეთი სურვილი ყველა ფეხბურთელს აქვს და გამონაკლისი არც მე ვარ. ამის მიღწევა ვარჯიშითა და საქმისადმი ერთგულებით არის შესაძლებელი. მსურს ყველა სათამაშო ასპექტი გავაუმჯობესო.

- რა გიბიძგებთ, რომ ყოველთვის ყველაფერი გასცეთ მოედანზე ყოფნისას?
- "ფეხბურთისადმი სიყვარული, მან მე ყველაფერი მომცა. როდესაც მოედანზე გავდივარ, თავს თავისუფლად და ბედნიერად ვგრძნობ. ბედნიერი ვარ, რადგან ვაკეთებ იმ საქმეს, რაც ყველაზე მეტად მიყვარს.

- ანტონიო კონტეს ძალიან სურდა, რომ "ნაპოლიში" დარჩენილიყავი, მწვრთნელის ნდობა რამდენად გეხმარება?
- "ბედნიერი ვარ, რომ ანტონიო კონტესთან მუშაობის შესაძლებლობა მომეცა. ერთმა ადამიანმა მითხრა, რომ ბედნიერი ვარ, რომ ამაში პირადად დავრწმუნდი. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ვცდილობ, მისგან რაც შეიძლება ბევრი ვისწავლო და განვვითარდე როგორც ტაქტიკურად, ისე ფიზიკურადაც.

- ნეაპოლშიც და საქართველოშიც ხალხი ფეხბურთით სუნთქავს, აქვთ თუ არა იტალიელებსა და ქართველებს საერთო თვისებები?
- "მთავარი, რაც ჩვენ და იტალიელებს გვაერთიანებს, ფეხბურთის სიყვარულია. ამიტომ ნეაპოლში დამკვიდრება არ გამკვირვებია.

- კვარაცხელია, ჰოლანი, მბაპე, ბელინგემი, იამალი, ვინისიუსი... მომავალში ფეხბურთი ისეთი საინტერესო იქნება როგორიც ახლო წარსულში?
- "ეს გვარები ცხადყოფს, რომ ფეხბურთი საიმედო ხელშია, თუმცა სპორტის ამ სახეობის ლეგენდებს, ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს პატივი უნდა ვცეთ. ისინი კვლავ უმაღლეს დონეზე თამაშობენ. გამიმართლა, რომ მეც მათ ერაში დავიბადე და მქონდა საშუალება მათი თამაშებისთვის მეყურებინა.

- და ბოლოს, რაზე ოცნებობთ სამომავლოდ?
- "ყველაზე მეტად საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა და ჩემს გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება მსურს. იმედი მაქვს, რომ ეს ოცნებები რეალობად იქცევა. საკლუბო ტიტულის მოგება ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა კი ყველა ქართველის ნატვრაა. გვსურს ჩვენი ქვეყნის ლეგენდარული ფეხბურთელების კვალს გავყვეთ, მიზანს მივაღწიოთ და მთელმა ერმა იამაყოს", - განაცხადა კვარაცხელიამ ფიფა-ს ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.

alt"კვარაცხელია რომ მოკლან, პენალტს მაინც არ დანიშნავენ - ითამაშებს თუ არა ხვიჩა უკრაინასთან?" - იტალიური მედია

მკითხველის კომენტარები / 15 /
ღმერთმა დაგლოცოს კვარა შენს ლამაზ ოჯახთან ერთად! ეს ბიჭი არის მთავარი შემოქმედი საფეხბურთო ბუმის საქართველოში, თავისი ნიჭით, თავდაბლობით, სამშობლოს სიყვარულით, გასაოცარი ტექნიკით კვლავ მოხვდა ქვეყანა საფეხბურთო ყურადღების ცენტრში, მართალია მრავალი ვატუტი სანაიები გამოჩნდნენ, მაგრამ სად ერეკლე და სად ჩემი ბერძენიშვილიო ხომ გაგიგიათ, ხვიჩა ისევ ისეთი შემართებით აგრძელებს. წარმატებები ჩვენს ლომების ნაკრებს!
llcl
14:21 09-10-2024
8
ხვიჩა გენაცვალეთ ყველა ბიჭებს ფეხბურთი იქნება ის რით დაიწყება საქართველოს აღორძინება გამარჯვებას გისურვებთ წინ საქართველო
მერაბი ბებია
14:22 09-10-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული