ავთანდილ ასათიანის გუნდი ევრო 2026-ის თანამასპინძელ ნაკრებთან ამხანაგურ მატჩებს 6 და 7 ნოემბერს გამართავს. მატჩისწინა ვარჯიში საქართველოს ნაკრებმა 5 ნოემბერს, თამაშების მასპინძელ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართა.
მოახლოებული მატჩების შესახებ შესახებ ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა და ჩვენი გუნდის კაპიტანმა, ირაკლი თოდუამ ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე დასკვნითი ამხანაგური მატჩების მნიშვნელობას.
ავთანდილ ასათიანი (ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ბოლო საკონტროლო მატჩები გვაქვს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე. ვფიქრობ, ეს
ირაკლი თოდუა (ფუტსალის ნაკრების წევრი): "ლატვიასთან თამაშებისთვის მზად ვართ. ვეცდებით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს მატჩები კოსოვოსთან და საფრანგეთთან თამაშებისთვის მოსამზადებლად. ნაკრების ფორმით თამაში უდიდესი პატივი და სიხარულია. ნაკრების კაპიტნის რანგშიც, როგორც ყოველთვის, მაქსიმუმს გავაკეთებ მეც და გუნდის თითოეული წევრი ჩვენი ქვეყნისთვის ყველაფერს გავიღებთ".
nakrebi.ge