"ემპოლი" "მილანთან" დამარცხდა - გოგლიჩიძემ 71 წუთი ითამაშა

AutoSharing Option
სერია A-ს მეთოთხმეტე ტურში „ემპოლი“ გასვლაზე „მილანთან“ 0:3 დამარცხდა.

მასპინძლები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, პირველი ტაიმი კომფორტული ანგარიშით 2:0 მოიგეს, შესვენების შემდეგ ანგარიში გაზარდეს და გაიმარჯვეს.

სტუმართა გუნდის მცველმა საბა გოგლიჩიძემ 71-ე წუთამდე ითამაშა და ურიგოდ არ გაისარჯა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში - შეფასებები: sofascore 6.7, flashscore 6.4, whoscored 6.3.

„ემპოლი“ ჯერჯერობით 16 ქულით მეათე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას თასზე 5 დეკემბერს ფლორენციაში „ფიორენტინასთან“ ჩაატარებს.

მილანი. „სან სირო“
მილანი - ემპოლი 3:0
გოლები: 1:0 მორატა (19), 2:0 რეინდერსი (44),
3:0 რეინდერსი (69)

altგოგლიჩიძე დაბრუნდა და შეუცვლელად ითამაშა - "ემპოლიმ" "უდინეზესთან" ქულები გაიყო

მკითხველის კომენტარები / 1 /
აუ ეს ბაღანე თუ ასე გააგრძელებს მსოფლიო დონის მცვლელი დადგება,ზოგიერთ მომენტებში ლეო შეჭამა :)
რობი
16:52 01-12-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული