საქართველოს ნაკრებმა ანდორას თამაში შემოუტრიალა

AutoSharing Option
ქალთა ერთა ლიგის C დივიზიონის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ანდორა 2:1 დაამარცხა.

ანტმანის გუნდი სრულ უპირატესობას ფლობდა, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს, მეორე ტაიმში კი სტუმრები დაწინაურდნენ. 82-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში ბაქრაძე წააქციეს და ბებიამ პენალტით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო შემდეგ მეტოქის კარი ბაქრაძემ დალაშქრა და საქართველოს ნაკრებმა გამარჯვება მოიპოვა.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 25 თებერვალს გასვლაზე კვიპროსთან ჩაატარებს.

თბილისი. „მიხეილ მესხი 2“
საქართველო - ანდორა 2:1
გოლები: 0:1 სოლე (69), 1:1 ბებია (84, პენ), 2:1 ბაქრაძე (87)

საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი
(ხაბურზანია 67), კალანდაძე, გასვიანი, ჩხარტიშვილი, დანელია, ბუხრიკიძე, მატვეევა (წიქარიძე 75), ბებია, ამბალია, ბაქრაძე

altსაქართველო - ანდორა | ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩი

მკითხველის კომენტარები / 5 /
ყოჩაღ გოგონებო.
გენაცვალეთ სულსა და გულში.
გისურვებთ წარმატებებს კვიპროსშიც!
Jango
22:11 21-02-2025
0
Respect!!!
L.J .
22:10 21-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული