სამაგალითო საქციელი - ხვიჩა კვარაცხელია გურიაში სტიქიით დაზარალებულებს ეხმარება

AutoSharing Option
სოციალურ ქსელში მარიამ ჩხიკვიშვილი წერს, რომ საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გურიაში სტიქიით დაზარელებულთა დასახმარებლად 10 ათასი ლარი გადარიცხა:

"ძალიან გახარებული ვარ და მინდა თქვენც გაგიზიაროთ ეს ამბავი. ხვიჩა კვარაცხელიამ 10 000 ლარი გადმორიცხა იმ ადამიანების დასახმარებლად, რომელთაც ეს ახლა, ყველაზე მეტად სჭირდებათ. დიდი გულის ბიჭია ხვიჩა და უკან ასმაგად დაბრუნებოდეს ეს სიკეთე. როგორც ვიცი, სხვა სოფლებშიც ასე დაეხმარა დაზარალებულ ოჯახებს. ხვიჩააააა, მადლობა, შენ ხარ სასწაული ადამიანი!"

Sportall.Ge

Geo Team-ის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიამ გურიის დასახმარებლად არა 10, არამედ 30
000 ლარი გადარიცხა:

"პირველი პოსტის შემდეგ, სადაც ვწერდით, რომ პსჟ-ს ქართველმა ვარსკვლავმა გურიაში სტიქიით დაზარალებულთათვის 10 000 ლარი გადარიცხა, პირად შეტყობინებაში დაგვიკავშირდა 2 სხვადასხვა ადამიანი, ვინც გვითხრა, რომ მსგავსი რაოდენობის თანხა ხვიჩამ მათაც ჩაურიცხა".

მკითხველის კომენტარები / 17 /
რას ნიშნავს როცა შენი ქვეყანა გტკივა,ბევრ ქართველ სპორტსმენს საქართველო საერთოდ არ აინტერესებს,ძალიან გულდასაწყვეტია!!!
ლადო
03:28 01-03-2025
0
ნაციყლაპიებო გვარამიას და მელიას სკრინშოტებიც დადეთ რამდენით დაეხმარნენ საწყალ ხალხს, თქვენი უვარგისი......
მამუკა
02:07 01-03-2025
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული