ქართველი მსაჯები 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებზე
AutoSharing Option
6-12 მარტს, უეფას 17-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის B6 ჯგუფის მატჩებს ქართველი არბიტრები, თეონა სტურუა და ელენე ელოშვილი განსჯიან.
მინი-ტურნირში, რომელსაც ჩრდილოეთ მაკედონია მასპინძლობს, მასპინძელი ქვეყნის ასაკობრივი ნაკრების გარდა სლოვენიის და მოლდოვის ნაკრებები მონაწილეობენ.
მატჩები 6-დან 12 მარტის ჩათვლით, სკოპიეში გაიმართება.