კურიოზი: როგორ დააფრთხო ანდრეი შევჩენკომ "მილანის" ფეხბურთელები უკრაინული სალით

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ fakty.ua-სთან ინტერვიუში სახალისო ამბავი გაიხსენა, რომელიც მას "მილანში" თამაშის პერიოდში გადახდა.

შევჩენკომ გაიხსენა, როგორი რეაქცია ჰქონდათ მის თანაგუნდელებს, როდესაც იტალიაში პირველად ჩაიტანა უკრაინული სალა.

"როდესაც პირველად "მილანის" ბაზაზე უკრაინული სალის ნაჭერი მივიტანე, ზოგიერთი ჩემი თანაგუნდელი შეშინდა. მართლა ვამბობ! ზოგიერთებმა ისიც კი იფიქრეს, რომ ეს ნარკოტიკი იყო. მაშინ არცკი ვიცოდი, რომ იტალიელებს ცხოვრებაში არასდროს ენახათ სალა. ეს მათთვის იგივე იყო, რაც აფრიკელებისთვის - თოვლი.

მახსოვს, სალის პირველი ნაჭერი პაოლო მალდინის მოვუჭერი და შევთავაზე. უარი მითხრა.
შემდეგ სალის ნაჭერი პურს დავადე და შევექეცი. უნდა გენახათ, პაოლო და დანარჩენები, როგორი თვალებით მიყურებდნენ.

და იცით, ეს ყველაფერი როგორ დასრულდა? ყოველთვის, როდესაც იტალიაში ვბრუნდებოდი, "მილანის" ფეხბურთელებისთვის ნახევარი ჩანთით სალა ჩამქონდა, ისე შეუყვარდათ. იმდენი შეკვეთა მქონდა ხოლმე, უკვე ვნანობდი, რომ თავის დროზე უკრაინული "ნარკოტიკი" გამოვაჩინე "მილანის" ბაზაზე", - იხსენებს 40 წელს მიღწეული შევჩენკო, რომელიც "მილანში" კახა კალაძის თანაგუნდელი იყო.
მკითხველის კომენტარები / 8 /
და რამდენჯერ უნდა დაწეროთ ერთი და იგივე სტატია, ეგ იყო უკვე და თან არც ისე დიდი ხნის წინ. აცალეთ მაინც ისტორიას დაძველება
oeee
10:50 14-08-2017
0
Zeedorfs ras ucunebdit . An gatuzos. Udzluersei naxevar dacva. Kaka. Pirlo. Zeedorfi gatuzo
Zura
21:58 13-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული