შევჩენკომ გაიხსენა, როგორი რეაქცია ჰქონდათ მის თანაგუნდელებს, როდესაც იტალიაში პირველად ჩაიტანა უკრაინული სალა.
"როდესაც პირველად "მილანის" ბაზაზე უკრაინული სალის ნაჭერი მივიტანე, ზოგიერთი ჩემი თანაგუნდელი შეშინდა. მართლა ვამბობ! ზოგიერთებმა ისიც კი იფიქრეს, რომ ეს ნარკოტიკი იყო. მაშინ არცკი ვიცოდი, რომ იტალიელებს ცხოვრებაში არასდროს ენახათ სალა. ეს მათთვის იგივე იყო, რაც აფრიკელებისთვის - თოვლი.
მახსოვს, სალის პირველი ნაჭერი პაოლო მალდინის მოვუჭერი და შევთავაზე. უარი მითხრა.
და იცით, ეს ყველაფერი როგორ დასრულდა? ყოველთვის, როდესაც იტალიაში ვბრუნდებოდი, "მილანის" ფეხბურთელებისთვის ნახევარი ჩანთით სალა ჩამქონდა, ისე შეუყვარდათ. იმდენი შეკვეთა მქონდა ხოლმე, უკვე ვნანობდი, რომ თავის დროზე უკრაინული "ნარკოტიკი" გამოვაჩინე "მილანის" ბაზაზე", - იხსენებს 40 წელს მიღწეული შევჩენკო, რომელიც "მილანში" კახა კალაძის თანაგუნდელი იყო.