საქართველოს თასის 1/8-ფინალური წყვილები ცნობილია

AutoSharing Option
18 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის 2018 წლის გათამაშების 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

წილისყრაში მონაწილეობა ეროვნული ლიგიდან ექვსმა, ეროვნული ლიგა 2-დან ხუთმა, ლიგა 3-დან ორმა და რეგიონული ლიგიდან სამმა გუნდმა მიიღო.

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

ვიტ ჯორჯია 2-გაგრა
ტორპედო-რუსთავი
გარდაბანი-შუქურა
მერანი-დინამო თბ.
გურია-სამტრედია
ლიახვი ცხ.-მეტა
ვიტ ჯორჯია-ჩიხურა
თელავი-დილა

1/8-ფინალური ეტაპის შეხვედრები საზაფხულო შესვენების შემდეგ გაიმართება.

ტრადიციულად, შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული