ვიტ ჯორჯიამ ჩიხურას პენალტების სერიაში სძლია და თასის მეოთხედფინალში გავიდა
AutoSharing Option
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვერფინალში "ვიტ ჯორჯიამ" "ჩიხურა" თერმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ანგარიში მასპინძლებმა 63-ე წუთზე პაატა ღუდუშაურის გოლით გახსნეს, კომპენსირებულ დროში კი ლაშა ჩიკვაიძემ საპასუხო გოლი გაიტანა და ოვერტაიმი დაინიშნა.
გამარჯვებული ვერც დამატებით დროში გამოვლინდა, პენალტების სერიაში კი "ვიტ ჯორჯიამ" იმარჯვა.