საქართველოს თასის ფინალზე დასწრება უფასო იქნება

AutoSharing Option
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი ანგისას სტადიონზე 25 ნოემბერს, 16:00 საათზე გაიმართება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, დავით ყიფიანის თასის გათამაშების ფინალი უკვე მეოთხე სეზონია, რაც თბილისს გარეთ - რეგიონებში იმართება. ქუთაისის, ზესტაფონისა და გორის შემდეგ, ფინალურ შეხვედრას ბათუმი მასპინძლობს.

საქართველოს დავით ყიფიანის თასის გამარჯვებულის ტიტულისათვის ერთმანეთს ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელი "გაგრა" და საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ქუთაისის "ტორპედო" შეხვდებიან. დავით ყიფიანის თასის ფინალზე დასწრება თავისუფალია, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი შემოგთავაზებთ.

altსაქართველოს თასის ფინალი ბათუმში გაიმართება



მომზადებულია

Gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული